Saturday, March 8, 2014

ხართ თუ არა VIP




      VIP -   Very Important Person

აუცილებელი არ არის, გესმოდეს "VIP" აბრევიატურის მნიშვნელობა,რომ ამ იარლიყის ტარება შეგეძლო.

     VIP ხარ, თუკი:

 *  შენი ავტომობილის (სასურველია,პრესტიჟული მარკის უკანასკნელი მოდელის) სერიაა VIP, ხოლო ნომერი_555, 777....
*  ჩანთა_ "Dolce &Gabbana"-სი, საათი _ "Omega"-სი ან, უკიდურეს შემთხვევაში, "Longines"_ის. "Tissot"_მხოლოდ სამშაბათობით ლანჩზე.
* კოსმეტიკური ფირმების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.მთავარია, გემოვნებით იყოს შეხამებული ტანსაცმელთან, რომელიც სახელობით მაღაზიაში ძაააალიან ძვირად   გექნება შეძენილი.ან არც ისე ძვირად, Sale-ზე, თუმცა ეს შენს გარდა არავის ეცოდინება...
* იბიცა, ბორა-ბორა, მაუი, ლოს კაბო... ეს ჩვენ არ ვიცით მეტი, თორემ თუკი VIP-ობაზე აცხადებ პრეტენზიას, ორმოცდაათი პრესტიჟული ფეშენ-რეზორტის დასახელება მაინც უნდა იცოდე,ხოლო ოცზე ნამყოფი იყო ან...ძალიან ოსტატურად შეგეძლოს ამის დამტკიცება.
* მობილურის მოდელზე აღარ შევჩერდებით.კაცმა რომ თქვას, არც ნომერზე...
    Mobile phone is turned off or out of coverage area :D
*   და, რაც მთავარია, შენს ირგვლივ მყოფთაგან ერთი ადამიანი მაინც აღიარებდეს, რომ შენ "ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა" ხარ. ოღონდ სასურველია ეს ადამიანი არც ოჯახის წევრი იყოს, არც მოვალე და არც ხელქვეითი.

  მოკლედ ძაან ოცნენებში ნუ წახვალთ რა :D

No comments:

Post a Comment

გმადლობთ კომენტარისთვის