Sunday, March 9, 2014

ბრიჯიტ ბარდო - Brigitte Bardot




   1973 წელს მსოფლიოს სენსაცია მოედო_ ყველაზე სექსუალურ მსახიობად წოდებულმა  39 წლის ბრიჯიტ ბარდომ კინემატოგრაფიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, მიზეზად კი ცხოველების სიყვარული  და მათი უფლებებისთვის ბრძოლა დაასახელა. მსახიობის ეს ნაბიჯი ბევრმა პროვოკაციულ ნაბიჯად აღიქვა და სერიოზულად არ მიიღო. ალბათ ამიტომაც რამდენიმე წლის განმავლობაში ბრიჯიტს ყველა ქვეყნიდან უგზავნიდნენ საინტერესო სცენარებს, მაგრამ მსახიობმა არც ერთი მათგანი არ წაიკითხა. ის კინოდან ისე გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა.


სუიციდი სიყვარულისთვის
 

    იმ საღამოს მშობლები პატარა ბრიჯიტთან ერთად რესტორანში სავახშმოდ შევიდნენ. მაგიდებს შორის ბოშა ქალმა ჩაიარა, რომელიც რესტორნის კლიენტებს ხელისგულზე მკითხაობდა. უეცრად იგი  ბარდოების  მაგიდასთან შეჩერდა და ოჯახის თავკაცს უთხრა "თქვენი გვარი მთელს მსოფლიოში ცნობილი გახდება". გახარებულმა მამამ შამპანური შეუკვეთა,იფიქრა, რომ ახლახან შეძენილი ქარხანა მას აღიარებას და სიმდიდრეს მოუტანდა .მაშინ არავის უფიქრია, რომ ეს სიტყვები ბრიჯიტს ეხებოდა.
    ბრიჯიტი ძალიან მორცხვი გოგონა იყო.განსაკუთრებით აკომპლექსებდა დიდი თვალები და წინ გამოწეული კბილები. მაშინ იგი ვერც წარმოიდგენდა, რომ სწორედ ამ დეფექტების წყალობით გახდებოდა ყველაზე სექსუალური ქალი.14 წლის ასაკში ბრიჯიტი პატარა ქალად იქცა, მრგვალი ფორმები  და მსუბუქი  სიარულის მანერით, რომელიც საბალეტო სკოლაში გამოიმუშავა.
   ერთ მშვენიერ დღესაც ბრიჯიტი მოდურ ჟურნალ "ელის" თანამშრომელმა შეამჩნია  და სულ მალე გოგონა  გარეკანზე მოხვდა. ამას მოჰყვა მიწვევა კინოსინჯებზე . სწორედ მაშინ გაიცნო მომავალი მეუღლე როჟე ვადიმი, რომელიც რეჟისორის თანაშემწე იყო.
    ამ რომანის გამო ბრიჟიტს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია, პირველ რიგში, დაბრკოლება მისი ბურჟუაზიული ოჯახი გახდა.გოგონას, ვადიმისთვის რომ დაეშორებინათ, პარიზში, შვეიცარიულ პანსეონში უპირებდნენ გაშვებას. ბრიჯიტისთვის ეს აუტანელი იყო და ერთ საღამოს, როცა მშობლები თეატრში წავიდნენ, მან ოთახში გაზის ონკანი მოუშვა და თავის მოკვლა სცადა.საბედნიეროდ, სპექტაკლი გადაიდო და მშობლები სახლში ადრე დაბრუნდნენ. ხუთი წუთიც რომ დაეგვიანათ, სახლში შვილის გვამი დახვდებოდათ. ასე უთხრა ექიმმა.
    შექმნილი სიტუაციით შეშინებულმა მშობლებმა უკან დაიხიეს და ქორწილიც დაინიშნა. როდესაც 18 წლის  ბრიჯიტი მამამის საკურთხეველთან მიჰყავდა ის ვერც წარმოიდგენდა ,რომ გოგონა და ვადიმი უკვე საყვარლები იყვნენ და ამ 2 წლის მანძილზე და ბრიჯიტს არალეგალური აბორტიც ჰქონდა გაკეთებული.


ერთგულების ნიჭი

    ქორწინებამ ბრიჯიტი კინემატოგრაფიას სამუდამოდ დააკავშირა. ვადიმმა  დაიწყო ფილმების გადაღება, სადაც ბუნებრივია, მთავარ როლს მისი მომხიბვლელი ცოლი თამაშობდა. სწორედ ვადიმს ეკუთვნის ფილმი "და ღმერთმა შექმნა ქალი", სადაც მუქთმიანმა ბრიჯიტმა პირველად მოახდინა ქერა თმის დემონსტრირება.
    ამ ფილმში ბრიჯიტი  რამდენიმე ეპიზოდში სრულიად შიშველია, რაც სკანდალის მიზეზიც გახდა. ფილმი ამორალურად ჩათვალეს საფრანგეთში, სამაგიეროდ ამერიკაში შემოსავლების ყველანაირი რეკორდი მოხსნა და ბარდო ვარსკვლავად აქცია.
    მსახიობისათვის ეს ფილმი სხვა მხრივაც აღმოჩნდა საბედისწერო.გადასაღებ მოედანზე ბრიჯიტი ახალ სიყვარულს_ჟან ლუი ტრენტინიანს შეხვდა. "ჟან ლუის მიმართ გასაოცარ ვნებას ვგრძნობდი.მის დანახვაზე გონებას ვკარგავდი.ის იყო საოცრად ფაქიზი, მშვიდი და გულახდილი.ჩვენ აბსოლუტურად ვუგებდით ერთმანეთს. ვადიმი კი ჩემთვის საყვარელ ძმასავით იქცა.ის იყო ჩემი იმედი, მეგობარი, ოჯახის წევრი, მაგრამ არ ყოფილა მგრძნებარე საყვარელი.ჩვენ შორის ვნება დაიკარგა." განაცხადა ბრიჯიტმა.
    ამის შემდეგ წყვილი დაშორდა და საუკეთესო მეგობრებად დარჩნენ. ჟან ლუი ტრენტინიანთან ქორწინება ბრიჯიტმა ვერ მოახერხა. ამის რამდენიმე ხელისშემშლელი  მიზეზიდან უმთავრესი ის იყო,რომ ჟან ლუის ცოლი ჰყავდა და მასთან გაშორებას არც აპირებდა. მეორე მხრივ 22წლის ჟან ლუი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს  და ბუნებრივია, სამწლიანმა განშორებამ ეს ვნებაც შეიწირა.
   "როდესაც ბრიჯიტი მამაკაცთან არის, ის მისთვის მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას და არავინ აინტერესებს მის გარდა. მაგრამ, როცა ყველაფერი დასრულდება,იმ მამაკაცის შესახებ არ აინტერესებს აღარაფერი და მალევე გადადის შემდეგზე. ის ნიჭიერია ერთგულებაში,მაგრამ სანამ არ უღალატებენ" ამბობდა მსახიობის ერთერთი მეგობარი.
   მრავალრიცხოვანი რომანები ბრიჯიტის გარშემო ლამაზი სამკაულივით ჩანდა.პრესაში მას მამაკაცებზემონადირე ქალიც უწოდეს. მისი სექსუალური გატაცებების შესახებ მითები ისე გავრცელდა, რომ რამის ერთხელ თავად გახდა ამ მითის მსხვერპლი. მსახიობი კლინიკაში  თავისი მეგობრის მოსანახულებლად წავიდა.ლიფტში ის მედდასთან ერთად მოხვდა. როგორც კი კლინიკის თანამშრომელმა მსახიობი ამოიცნო, ის უშვერი სიტყვებით გალანძღა და რამის სახეც დაუმახინჯა.
  ბრიჯიტ ბარდოს პირადი ცხოვრება პრესის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა.ფოტორეპორტიორები კინოვარსკვლავს ყოველ ნაბიჯზე დაჰყვებოდნენ. მეორე ქორწინებისას კი ფოტოგრაფების ისეთი ზედახორა იყო, რომ რამის თავად პატარძალი გადათელეს.
    ბრიჯიტის მეორე ქმარი მისი პარტნიორი ჟაკ შარიე იყო ფილმიდან "ბაბეტა მიდის ომში"... "ჟაკი იმდენად არ მიყვარდა,რომ მთელი ცხოვრება მისთვის დამეკავშირებინა,მაგრამ ფეხმძიმედ ვიყავი.ბავშვით ხელში მარტო დარჩენა დიდ სკანდალს გამოიწვევდა", - ასეთი  განმარტება მისცა მსახიობმა თავის მეორე ქორწინებას,რომელიც 1958 წელს შედგა,ქორწილი წლის სკანდალად იქცა.პატარძალი კუბოკრულ კაბაში გამოცხადდა, რაც იმის მიზეზი გახდა,რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კუბოკრული ქსოვილი მოდიდან არ გადასულა.


თვითმკვლელობის მეორე ცდა

  ჟაკ შარიე ძალიან ბედნიერი იყო ბავშვის დაბადებით , ბრიჯიტი კი
ნაკლებად, რადგან ბავშვი თავიდანვე არ უნდოდა და მხოლოდ იმიტომ გააჩინა ,რომ  იმ პერიოდში საფრანგეთში მკაცრად იყო აკრძალული აბორტი.მან ვერ იპოვა ექიმი,რომელიც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებდა.
  ბავშვის დაბადებამ ოჯახში სიტუაცია რადიკალურად შეცვალა,ჟაკმა ცოლს კინოში თამაში აუკრძალა და სახლში ბავშვის მოვა დააკისრა. ბრიჯიტი კი ბავშვობაშიც ვერ იტანდა აკრძალვებს.ბოლოს მსახიობმა თავი გაიტანა და კინოს დაუბრუნდა.
   საფრანგეთისთვის ბარდოს მონაწილეობით ფილმების ექსპორტი ღვინის ექსპორტის შემდეგ ყველაზე წარმატებული გახდა .

 დანარჩენს ხვალ გავაგრძელებ :დ

No comments:

Post a Comment

გმადლობთ კომენტარისთვის