Saturday, March 8, 2014

ამერიკის ცათამბრჯენები

       

     ცათამბრჯენები დაიბადა არა ნიუ-იორკში, არამედ ჩიკაგოში 100 წლის წინ.
პირველად მაღალი შენობების პროექტი 1851 წელს იქნა დემონსტრირებული ლონდონის გამოფენაზე. კრისტალი პალასი -მაღალი, დიდებული შენობა შეიქმნა წინასწარ დამზადებული რკინისა და შუშის ბლოკებისაგან.ცათამბრჯენების მშენებლობა დაიწყო  XX საუკუნეში.


    თავისუფლების ქანდაკება



თავისუფლების ქანდაკება ამერიკის შეერთებული შტატების სიმბოლოა. იგი გაიხსნა 1886 წელს საარტილერიო ზალფების თანხლებით, ამ მოვლენას ესწრებოდა ამერიკის პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი.ქანდაკება ფრანგი ხალხის საჩუქარია ამერიკელებისადმი.მისი სიმაღლე 46 მეტრს აღწევს,ხოლო კვარცხლბეკი 47 მეტრია,ასე რომ ჩირაღდანი მიწიდან 93მ სიმაღლეზეა, თავისუფლების სიმბოლოს ერთ ხელში ჩირაღდანი უჭირავს , ხოლო მეორე ხელში-დაფა, რომელიც გამოსახავს დამოუკიდებლობის დეკლარაციას.


   დისნეილენდი



პირველი ნამდვილი დისნეილენდი მდებარეობს ანახეიმში,კალიფორნიის შტატში. იგი გაიხსნა 1995 წელს და პასუხობდა შემდეგ მოთხოვნებს:  აღედგინდა უოლტ დისნეის ზღაპრული სამეფო; აღჭურვილი ყოფილიყო მრავალფეროვანი ტექნიკური ტრიუკებით. დამსვენებლებს უნდა შეჰქმნოდათ შთაბეჭდილება, რომ იმყოფებიან ჯუნგლებში, ან ხედავენ მოჩვენებებს,მართლაც, აქ შესაძლებელია დასვენება და გართობა მთელი ოჯახისათვის.პარკის შუაგულში აგებულია კონკიას ზღაპრული სასახლე, რომელიც მოგვაგონებს ლუდვიგ II ბავარიელის ოცნების ციხესიმაგრეს.


   ლას-ვეგას სტრიტი


ლას-ვეგას სტრიტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სათამაშო ადგილია მსოფლიოში. ლას-ვეგასი არა მხოლოდ ამერიკის უზარმაზარი სათამაშო ცენტრია, იგი აგრეთვე განთქმულია ზღაპრული სილამაზით _ ეს არის კომერციული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუში, ლას-ვეგას სტრიტზე განლაგებულია სასტუმროები,კაზინოები  ფანტასტიკური გუმბათებითა და კაფეებით.ეს ადგილი განთქმულია გრანდიოზული შოუებით, სადაც გამოდიან ცნობილი მსახიობები და მომღერლები.მაგრამ ყველაზე მეტად აქაურობა ცნობილია ნეონის რეკლამებით, რომლებსაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველები თავისი მრავალფეროვნებითა და ორიგინალურობით.


   დამოუკიდებლობის სახლი


დამოუკიდებლობის სახლი მოკრძალებული შენობაა, რომელიც 1753 წელს აიგო ენდრიუ ჰამილტონის პროექტის მიხედვით მაშინდელ კოლონია-პენსილვანიაში, იგი ჩაფიქრებულია, როგორც მთვარობის სახლი და შესრულებულია გეორგიანულ სტილში. დამოუკიდებლობის სახლი ცნობილია იმით.რომ სწორედ აქ 1776 წელს კონკრესის წევრებმა დაადგინეს: "შტატები წარმოადგენს დამოუკიდებელ  სახელმწიფოებს და ასეთებადვე უნდა დარჩნენ"


   ლუიზიანის სტადიონი


  ახალ ორლეანში 1975 წელს აშენდა ყველაზე სრულყოფილი სტადიონი. მისი დიამეტრი 212მეტრია, სიმაღლე კი 27 სართულიანი სახლის სიმაღლეს უტოლდება.შიგ მოთავსებულია გიგანტური ზომის სათამაშო მინდორი (149002 მეტრი)


   გოლდენ გეიტი


გოლდენ გეიტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდია,იგი სანფრანცისკოს სიმბოლოა.1937 წლის 27 მაისს ხიდმა ოქროს კარიბჭის გავლით სან-ფრანცისკო მერინთან შეაერთა. მშენებლობის 4 წელი იქცა წყალდიდობის, ჩქარი დინებების და ნისლის წინააღმდეგ ბრძოლის წლებად.ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ამ დროის მანძილზე ბევრი უბედური შემთხვევა მოხდა.ყველაზე  რთული აღმოჩნდა სამხრეთის ფუნდამენტის მშენებლობა.ხიდი შეღებილია ნარინჯისფრად, რადგან სწორედ ეს საღებავი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც იცავს ხიდის კონსტრუქციას დაჟანგვისგან.ასეთი შეფერილობის წყალობით იგი ნისლშიც ადვილად შესამჩნევია.


  კაპიტოლიუმი.ვაშინგტონი


ამ შენობაში 1800 წლიდან აშშ კონგრესია განთავსებული.1859 წლამდე აქ იკრიბებოდა სენატი.

No comments:

Post a Comment

გმადლობთ კომენტარისთვის