Thursday, March 13, 2014

მაკიაჟი




   თუ გსურთ, ყოველთვის მოდურად გამოიყურებოდეთ, პირველ რიგში ხარისხიანი კოსმეტიკა უნდა შეიძინოთ.მეორე ნაბიჯი მაკიაჟის ხელოვნებაა.მესამე კი მოდური ტენდენციების გათვალისწინება.დავიწყოთ პირველი ნაბიჯებით: კოსმეტიკური ნაწარმის ბრენდებით. გაგრძელება იხილედ Read More-ში



Vichy   
      მაღალი ხარისხის სამკურნალო კოსმეტიკას აწარმოებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი თმის მოვლის ხაზი,რომელიც თმის ცვენის,ქერტლისა და ცხიმიანი კანის სამკურნალო უნიკალურ პროდუქციას გვთავაზობს.არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ამავე ფირმის პომადები, ლაინერები და ტუშები







Mary Kay
   
ამ ფირმის პომადები  ფერების ყველაზე ფართო სპექტრით გამოირჩევა.ეს ბრენდი არა მხოლოდ ტონის,არამედ ბზინვარების მიხედვითაც განსხვავებული პომადების ფართო არჩევანს გვთავაზობს.


^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^


   ექსპერტების დასკვნით, შეუდარებელი ტუჩის კონტურებს უშვებენ L'oreal-ი და Lancome-ი. ამ უკანასკნელის ტუშების კოლექციამაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

Guerlain


      ამ სავაჭრო ნიშნით 200ზე მეტი  სადახელების პროდუქცია გამოდის. საწარმოში ყოველწლიურად ათასობით ტესტი ტარდება, რაც გარანტიაა იმისა, რომ პროდუქცია ხარისხს წუნს არ დაუშვებს.ექსპერტებმა ერთხმად აღიარეს , რომ არც ერთ სხვა კოსმეტიკურ ფირმას  მსგავსი ტონალური გამა არ წარმოუდგენია.მათი 90% ბუნებრივი ინგრედიენდებისგან  არის დამზადებული და სახის კანს ნაკლებად აღიზიანებს.


  "სურნელზე ორიენტირებული კოსმეტიკა" ასე შეაფასა  ერთ-ერთმა ფრანგულმა გაზეთმა ამ ბრენდის ღირსებები.მართლაც ფირმის სავიზიტო ბარათი სურნელია. მის პომადებს, თვალის ჩრდილებსა და  საცხებსაც განუმეორებელი სურნელი ასდის.



^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

Galen-ი ისევე როგორც Chicco, საუკეთესო ლაქის მწარმოებელი ფირმაა.ფრჩხილის დამცავი შრე, რომელსაც 
Chicco აწარმოებს, განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით, რომლებიც არა მარტო იცავს ფრჩხილებს ლაქის ეფექტისგან,არამედ იოლად აღადგენს სტრუქტურას და ლაქის ფენასაც მატებს გამძლეობას.
^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^


  Chanel-ი ყველაზე ცნობილი ფრანგული ფირმაა,რომელიც ფუფუნების საგნებს _ ტანსაცმელს, პარფიუმერიასა და კოსმეტიკას აწარმოებს. "რა თქმა უნდა კონკურენტებს პატივს ვცემთ,მაგრამ ჩვენ ვერც ერთი ვერ შეგვედრება", განაცხადა 
Chanel-ის მთავარმა დიზაინერმა ალან ვერტაიმერმა. მართლაც, არავინ დავობს, რომ ეს ბრენდი ყოველთვის მოდურია ისევე როგორც Estee Lauder-ი და Сristian Dior-ი.


   დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით Yves Saint Lauren-ის ნაწარმი სარგებლობს.ეს ფირმა მაღალი ხარისხის პროდუქციას შედარებით დაბალ ფასად გვთავაზობს, ამიტომაც ჩვენში მალე მოიპოვა პოპულარობა.


და ბოლოს თუ გსურთ დახვეწილი ქალბატონის იმიჯი გქონდეთ, არასოდეს დაივიწყოთ, რომ მაკიაჟი ყოველთვის ზომიერი და სიტუაციის შესაბამისი უნდა იყოს.

                                                                              

1 comment:

გმადლობთ კომენტარისთვის