Saturday, March 8, 2014

პოპულარული კოქტეილები



                               


     MOJITO - მოხიტო


                                          დაგჭირდებათ:
    რომი "ბაკარდი" - 50მლ
    პიტნის ფურცლები - 12 ცალი
    ლიმონი ან ლაიმა (ლიმონის მწვანე ჯიში) -  1/2
    შაქრის ვაჟინი - 50 მლ
    ყინულის კუბიკები და მინერალური წყალი
           

              ლიქიორის მაღალ ჭიქაში დაყარეთ პიტნის ფურცლები, დაჭრილი ლიმონი და დაამატეთ შაქრის ვაჟინი, რომელიც 2 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილისა და ამავე რაოდენობის წლყლისაგან წინასწარ უნდა მოამზადოთ.შეანჟღეიეთ.შეავსეთ ჭიქა ყინულის კუბიკებით. დაამატეთ ბაკარდი და მინერალური წყალი. მორთეთ პიტნის ფურცლებითა და ლიმონის ნაჭრით და მიირთვით კოქტეილი ჩხირით.



MARGARITA - მარგარიტა




                   დაგჭირდებათ:
   ტეკილა - 50 მლ
   ფორთოხლის ლიქიორი "კუანტრო" -30 მლ
   ლიმონის წვენი - 20 მლ
   ყინულის კუბიკები


           ჩაყარეთ შეიკერში ყინული,დაამატეტ ტეკილა, ფორთოხლის ლიქიორი, ლიმონის წვენი და კარგად შეანჟღრიეთ. კოქტეილი ჩაასხით ჭიქაში, რომლის კიდეებიც მარილშია ამოვლებული. მორთეთ ლიმონის ნაჭრით და მიირთვით.


PINA COLADA პინა კოლადა




         დაგჭირდებათ:
   რომი - 30მლ
   ქოქოსის ლიქიორი - 20მლ
   ანანასის წვენი - 50მლ
   ერთი ნაჭერი ანანასი მოსართვად


     ჩაყარეთ შეიკში ყინულის რამდენიმე კუბიკი, დაამატეთ რომი, ქოქოსის ლიქიორი, ანანასის წვენი და ოდნავ შეანჟღრიეთ.ჩაასხით სპეციალურ ბოკალში და მორთეთ ანანასის ნაჭრით.
 

No comments:

Post a Comment

გმადლობთ კომენტარისთვის