Thursday, January 3, 2013

არ მიყვარხარ, მაგრამ ფაქტი სახეზეა-მიყვარხარ (ავტორი ნია ხუციშვილი)



არ მიყვარხარ , თუმცა შენზე სულ მეფიქრება. შენი მოგონებების ნაფშხვენები კამფეტის ლამაზ წითელ ყუთში ჩავყარე და სადღაც აქ მივაგდე, ალბათ იმიტომ მერე კიდე გავხსნა ყუთი და კიდევ უფრო დავფშხვნა...შენზე სევდა კი სალფეტკში გავახვიე და ალბათ ხვალ გადავყრი. თბილად ვარ თუმცა ფანჯარა ღია მაქვს და ხელები მეყინება.
''გაყინულ ქუჩებს დაუგდე ყური, უბრალოდ გაქრი ნუ ეძებ ახსნას თუ რატომაა ცხოვრება რთული'' ეს სიტყვები ავიკვიატე და მთელი დღეა ვიმეორებ... რატომ არ უნდა ვეძებო ახსნა. რატომაა ცხოვრება რთული . ცხოვრება ჩვეულებრივია, ჩვენ ვართულებთ, ხანდახან ვაბედნიერებთ, ხასიათის მიხედვით. და მერე ცხოვრებას ვაბრალებთ.. ცხოვრება კი ჩვეულებრივია. თუნდაც ახლა, ვწერ ცხოვრებაზე და რაღაც ლამაზი, ამავდროულად სევდიანია, თუმცა სინამდვილეში ჩვეულებრივია, მე ვარ ლამაზ სევდიან ხასიათზე...
 წეღან ვიგრძენი რომმ სწორედ იმ ნაწერის წაკითხვის დრო იყო ადრე რომ დავწერე. სულ მინდოდა წამეკითხა თუმცა ვიცოდი ამეტირებოდა. ახლა კი წავიკითხე და ვფიქრობ რა გენიალური მწერალი ვარ. როგორ ვეთანხმები ჩემს თავს და როგორ მიკვირს საიდან მაფიქრდება რასაც ვწერ, როცა ვკითხულობ ვფიქრობ რომ ამას მე ვერ დავწერდი.
 მაშინ თავს ვიკლავდი. თუმცა მე ყოველთვის ვიკლავ თავს. ფაქტი სახეზეა-მე ცოცხალი ვარ. ხანდახან ცხოვრების აზრი მეკარგება, ხანდახან კი ყველაფერია ჩემი ცხოვრების აზრი.ხანდახან უემოციოდ ვარ ხანდახან კი ყველაფერზე ცრემლები მიგროვდება თვალებში.
საკუთარი თავის რწმენა გადამდებია, რადგან თუ გწამს შენი თავის სხვებსაც სწამთ, გამონაკლისი მშობლებია, მათ ყოველთვის სწამთ რომ შენ არაფრის მაქნისი ხარ, ასე სწამთ დიდი ხანი, მთელი ცხოვრება, ან იქამდე სანამ წარმატებას არ მიაღწევ, თუმცა მაშინაც ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას შენს იმ ნაკლზე რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანის მახინჯი თვალი ვერ ამჩნევს.
 მომწონს ჩემი არეული ოთახი, და ვერ ვიგებ რატომ უნდა დავალაგო, სხვის დასანახად ? თუ იმიტომ რომ როცა ჩემს ოთახში შემოვლენ არ თქვან რა არეულიაო. მიუხედავათ იმისა რომ ძალიან მინდა ჩემი აზრი მქონდეს, მაინც ვითვალისწინებ სხვისას და ოთახს ვალაგებ, არც ისე ხშირად მაგრამ  მაინც.
 შენთან ყოფნა მინდა. ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე როგორ მხედავ სხვასთან, როგორ ეჭვიანობ, თუმცა მერე ისევ იმას წარმოვიდგენ როგორ ვართ ერთად. წარმოვიდგენ როგორ ვწევარ საწოლში, მერე შენ მოხვალ მთვრალი და მე ლანძვით დაგაწვენ და დავიძინებთ. წარმოვიდგენ როგორ ვსეირნობთ, როგორ მიშლი ნერვებს და მე მიუხედავათ იმისა რომ ვბრაზდები, გულში მაინც მიხარია.წარმოვიდგენ როგორ გეხვეწები მიყიდო რამე ტანსაცმელი, როგორ გეხვეწები მომცე ფული, შემდეგ კი როცა ვიყიდი დამცინო ეს რა გიყიდიაო, თუმცა მაინც გეყვარები.წარმოვიდგენ როგორ მოგვივა ჩხუბი როგორ გავლანძღავთ ერთმანეთს და როგორ ჩავეხუტებით მერე. წარმოვიდგენ როგორ ვართ სახლში, ცოლი და ქმარი, წარმოვიდგენ როგორი სიჩუმეა , წარმოვიდგენ რომ შენ ტელევიზორს უყურებ მე რაღაცას ვწერ. სწორედ ეს მგონია მე სიყვარული და არა ის თუ როგორ მკოცნი და მეფერები, ან როგორ მიკეთებ საჩუქარს, თუმცა არც საჩუქარზე ვიტყოდი უარს. მერე რა რომ არ გაცვია მოდურად, არ გაცვია კონვერსის კედები, გალიფე შარვალი. მე შენი შავი  ტუფლებიც მომწონს, ან თეთრი ტუფლები რომლებიც ხმარებისგან უკვე კრემისფერია და შენს კრემისფერ კურტკას უხდება. მერე რა რომ კოცნაც არ იცი , და არ იქცევი ისე როგორც მე მომეწონებოდა. მერე რა რომ იცოდი არ ვარ ლამაზი თუმცა ყოველდღე მაინც მნახულობდი. მერე რა რომ სიმართლე არ დამიმალე და მითხარი რომ არ გიყვარდი , მე კი ბავშვი გამოვედი და ბავშვურად ვიქცეოდი, მე ხომ არასდროს მოვქცეულვარ ისე როგორც შენთან, არასდროს ვყოფილვარ ასეთი საყვარელი, ასეთი ლაქლაქა, ასეთი გამომწვევი. ალბათ ამიტომაც მიყვარხარ, ან უბრალოდ მეშინია შენი , შენ ხომ ნამდვილს მიცნობ. მეშინია და შიში ქმნის სიყვარულს.
 ალბათ ხვალ ან ზეგ გავიცნობ სხვას და ის შემიყვარდება, თუმცა უკვე გავიცანი სხვები მაგრამ შენზე მაინც მეფიქრება.
 შენს ცხვირსახოცს, რომელიც ერთხელ გამყვა, ძილის წინ მაიკის ჯიბეში ვიდებ, ჯიბე კი ზუსტად გულთანაა, მე კი არ მიყვარს მაიკით ძილი, უფროსწორედ არ მიყვარდა. როცა რამე მნიშვნელოვანი ხდება ჯინსის კურტკას ვიცვამ, იმიტომ რომ ამ კურტკასაც ასეთი ჯიბე აქვს გულთან. ასე რომ შენ სულ ჩემთან ხარ, განსაკუთრებით მაშინ როცა მიჭირს ან როცა მძინავს. შენ არანაირი სუნი არ გაქვს და ძალიან მწყდება გული რომ ვერაფერს დავყნოსავ და ვერ გამახსენდები, მე ხომ ადამიანებს სუნით ვიხსენებ. შენ არც სიგარეტს ეწევი,ა არადა როგორ მიყვარს როცა ბიჭს სიგარეტის სუნი უდის.შენ არაფერი გაქვს ისეთი რომ მე მიყვარდე. თუმცა ფაქტი სახეზეა-მიყვარხარ

6 comments:

  1. <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. dzaaan magari stataiaa .respect (c)

    ReplyDelete
  4. nya erto statia shenze dawere ... me gicnob shen ra xar da rac xar ubralod mainteresebs sheni tavi shyen rogori ggonia ... ))))

    ReplyDelete
  5. dzalian momewonaaa NYYY :* :* :*

    ReplyDelete

გმადლობთ კომენტარისთვის