Friday, December 14, 2012

აღარ იტირო




ბევრი არაფერი თითქოს, ან ალბათ არ ითხოვს, მაგრამ მოვა დრო და იგძნობს,ვიცი თავის ფეხით მოვა, რამეს ითხოვს,მე ხომ  სხვაზე უკეთესად მიცნობს...თუნდაც მარტო ამის გამო ვის დავაბრალო ?!  წამო...წამო თორემ მერე არ ინანო. მაგრამ მაშინ ალბათ არ ფიქრობდა ასე...ხოდა აზრზე მოვედი და ჩემით გადავდექი განზე,რომ არ მენანა მეც...შენც ასე ფიქრობდი და ამიტომ გივლიდი გვერდს, ვიცი იგრძნობდი ამას, მე ხომ შესახვეწი არ მაქვს არაფერი, ხოდა მეც დროზე დაგავჭერი საპრობლემო საქმე, გეგონა დავიკარგე , მაგრამ ყველაფერი  დროზე მაინც ვერ გავაქრე,რაც თავის თავად მოაქვს დროს უნდა მოარგოს გონს, ჩემში ყველაფერი უნდა უარყოს..განა უარს ჯობს მატყუარა კი, მაგრამ შენ ეს მერამდენედ სთქვი, მაინც მიგიხვდი, კიი მანდ შეცდი , სწორედ როცა იყო ჩემი დრო და არ გაიგონე..
განა მატყუარა ეთქმის, მგონი არა, მაგრამ მისი საქციელით ბევრჯერ გადავარა, ბევრჯერაც დამალა, ბევრჯერ გაატარა ის რაც უნდა დაენახა ჩემგან ხოდა გადამღალა...მისი ამგვარი ქცევით, ზოგჯერ ცხვირი ზევით დარჩენია, თაყვანისმცემელიც ბლომად გასჩენია. უკვე არც ჩემია, რადგან არ მჩვევია იმ რაოდენობაში ყოფნა სადაც ნარჩევია, ხალხი მისგან.. მაგრამ ჯერ არ იცის ვისთან დარჩება ბოლო ბოლო. მგონი ის ან ელოდება,  ანდა გადაჰყვება ვინც თან, მაგრამ ბოლოს მაინც  გაიხრება სხვისკენ, ვისკენ ? თუმცაღა თვალები მაინც ექნება გაქცევისკენ.
მეორედ გავრისკე, თან ყველა გამოვრიცხე, მაგრამ ნაბიჯები მაინც ვერ აგიწყვე..რატომ ამას ვერ ვხვდები დღესაც, ვერ მოვიგონებ ამის მიზეზს ერთსაც.არც ერთი შენი ქცევა უკვე არ მაკვირვებს, მაგრამ თუ არ გაგიჭირდა მაშინ რა გატირებს?!
ჯერ ალბათ კიდევ ვერ გრძნობ,დაუკვირდი ერთს რომ, გინდა დავიწყება მაგრამ ვერც თმობ. არ არსებობს რომ ეს შეძლო. გეცნო ? ხომ ჯობდა თავიდანვე არ გაგეცნო. შეჭიდებია დიდ რამეს ალბათ არ ინანებს, მაგრამ ჩემს დავიწყებაში ფიქრი ბევრჯერ დაგიღამებს.სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა გაიგო. მერე რა გუშინ წვიმდა მაგრამ გადაიღო. მაგრამ ეს შეიძლება ნიშნავდეს ბევრს, მაგრამ შეიძლება არაფერს.. ალბათ ბევრი დავკარგე, თანაც არ მარგე,უკვე სინანულის თავიც არ მაქვს აბა ჰე.რა დროს ცრემლია მოგწმინდავს სხვა, ვიცი ძნელია მეც გამომელია სათქმელი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მოიწმინდე ცრემლი.
თუკი უჩემოდ შენ გაგიჭირდა აღარ იტირო, სხვა მეტი აბა რაღა გითხრა აღარ იტირო.

No comments:

Post a Comment

გმადლობთ კომენტარისთვის