Saturday, October 27, 2012

ცივა (ავტორი ნუცა ცარულაშვილი)



ვბედავ და გწერ.
  დღეს, ის ბედნიერია, ანუ – შენ. გმადლობ უფალო.
შენი ცხოვრება დაემსგავსა მშიერი მხატვრის ნაკვალევს.
ჰაჰა)) ჩემსკენ არ მოიხედო…რომ არ გეტკინოს მტკინვეულად.
რაღაცის იმედი, რომ გაქვს დღეების, თვეების და წლების განმავლობაში რა უცნაურია.
მე მრცხვენია საკუთარი თავის, რადგან ვერ გამოვხატავ იმას რასაც ვგრძნობ.
წამი წამს გაუსწრებს, წუთი გაშეშდება… საათი წუთს შეეჯახება და დრო გაჩერდება.
მოდი გაიღიმე. : ))
ყველაფერი ახალი იწყება, მოდის, მთავრდება იყინება, ძველდება. ყველაფერს ვართულებ და გავართულებ კიდეც. და საერთოდ ჩემი სული უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული.
ცივა,ცივა,ცივა,ცივა.  ისე როგორც ზამთარში ცივა… საშინელი ამინდია…
გადის დრო. დაიგვიანა..
ისინიც გამოჩნდნენ წვიმაშ.. ორნი მოდიოდნენ გზაზე.  უფრო მეტი,უფრო მეტი გრძნობა.. უფრო მეტი, მეტი ადრენალინის შიში… მეტი სტიმული.აააააააააააააააააააა……
მოკლედ, გრძნობა არასოდეს უნდა ჩაახშო და ჩაკლა!
ცარიელია ეგ შენი ცხოვრება ))
ვხედავ მთვარეს, რომელსაც შენი თვალების ფერი აქვს… რომელიც იღიმის და რომელიც ტირის… მე ვგრძნობ,რომ გულში კვლავ ერთი მძიმე და მტკინვეული ძარღვი წყდება.
მალე ხეებს შესცივდებათ და მე კვლავ ხელები მაქვს გაყინული.
მალე მთვარეს მოუნდება ადიელის გადაფარება მე კი თითი მტკივა.
მალე … მოდი გაიღიმე.
იცით… მე მითხრეს,რომ შევიცვალე და არც ისეთი აღარ ვარ როგორიც ვიყავი.
ლალალალა……
არაჩრდილიანო.
არაგრძნობიანო.
ექსტრავაგანტო.
მზისგან გარიყულო.
წვიმა… ისევ წვიმა.. : ))) წვიმის ხმა და აურზაური.. აურზაური და ქარი…ქარი და ჭექაქუხილი…… ცივა,ცივა,ცივა,ცივა,ცივა.. მცივა.


No comments:

Post a Comment

გმადლობთ კომენტარისთვის