Thursday, July 19, 2012

მგოსანი ბიდლის ზღაპრები ...


 მაშინ როცა ჰარი პოტერის 7 ნაწილი დავხურე თან ბედნიერი ვიყავი და თან გული მწყდებოდა რადგან მეტი აღარ გამოვიდოდა.. მერე ისევ თავიდან ვკითხულობდი და ვკითხულობდი...წიგნებს საერთოდ ერთხელ ვკითხულობ ხოლმე თუმცა მაშინ როცა წასაკითხი არაფერია ისევ ჩემს პოტერს ავიღებ ხოლმე და ასე, არასოდეს მბეზრდება ...
  და როცა მე ვიქნები 80 ის და ვიჯდები ჩემთვის ალბათ ფანჯარასთან, ჩემი შვილიშვილი მკითხავს ''ბებია, ამდენი ხნის შემდეგ კიდევ ამ წიგნს კითხულობ ? '' და მე ვუპასუხებ ''ყოველთვის'' როგორც დიდი სნეიპი იტყოდა )
  მომაწვა პოტერმანობა ;(


როცა გავიგე ''მგოსანი ბიდლის ზღაპრები'' გამოდისო  ვერ ავღწერ როგორ გამიხარდა, მაშინვე შევუკვეთე წიგნი და მითხრეს 10 დღეში იქნებაო. რათქმაუნდა არ დავიჯერე ასე მალე თუ მოიტანდნენ, ყველაფერს აგვიანებენ, მაგრამ მაინც დღეებს ვითვლიდი, ჩემს დღიურში ყოველდღე იწერებოდა ''ბიდლის ზღაპრებამდე დარჩა _ _ დღე"  ჩემდა გასაკვირად 9დღეში ჩამოიტანეს .... რათქმაუნდა წიგნის დაჭერისთანავე დამიარა ჟრუანტელმა  და დავიწყე უაზრო ცანცარი ( მინდა ვთქვა რომ არ ვარ ემოციური, თუმცა ამ წიგნთან სულ სხვანაირი ვხდები ), კითხვის დაწყებისთანავე  პირველივე გვერძე სიხარულისგან რაღაც გაურკვეველი ილეთი გავაკეთე :D როცა წავიკითხე : ''რუნულიდან თარგმნა ჰერმიონ გრეინჯერმა ''.
 ზღაპრები არაჩვეულებრივი იყო , გამოვაქვეყნებდი მაგრამ საავტორო უფლებები დაცულია.  რა სასიამოვნოა როცა ყველა სიტყვის მნიშვნელობა იცი მაგლებისგან განსხვავებით, და სქოლიოს წაკითხვა არ მჭირდება..მოკლედ დღეს ბევდნიერი ვარ ამ წიგნის წაკითხვიით...
და კიდევ... ყოველთვის მეცინებოდა ალბუს დამბლდორის შენიშვნებზე :
  ''ბატონმა მალფოიმ პასუხად კიდევ რამდენიმე წერილი მომწერა, სადაც უშვერი სიტყვებით გამლანძღა და ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა, წარმოშობა და პირადი ჰიგიენა ეჭვქვეშ დააყენა''  :D
   დიდი მადლობა ჯოან როულინგს , მგოსან ბიდლის, ალბუს დამბლდორს, ჰერმიონ გრეინჯერს და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ...

No comments:

Post a Comment

გმადლობთ კომენტარისთვის