Friday, July 27, 2012

როგორ ავირჩიოთ პროფესია




რამდენი ხანია ვფიქრობ რა პროფესია ავირჩიო, თავში ათასი აზრი მიტრიალებს...

პირველად უნდა დავფიქრდე ''რა მინდა''. შემდეგ ''რა შემიძლია''...და ეს ორი უნდა შევათანხმო ერთმანეთთან.
ასევე ჩვენი მომავალი პროფესია უნდა იყოს ჩვენთვის სასიამოვნო გასაკეთებელი, არ უნდა ავირჩიოთ რაღაც მშობლების გამო და არ უნდა ვიფიქროთ რას იტყვის ხალხი.
პროფესია უნდა იყოს (ჩემი აზრით)
1. მაღალანაზღაურებადი
2. სასიამოვნო ჩვენთვის
3. ხელმისაწვდომი (ანუ იყოს ბევრი დაწესებულება და ადგილი სამუშაოდ, რადგან არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ერთ ადგილზე და არ გვქონდეს შიში რომ განთავისუფლების შემთხვევაში ვეღარ ვიშოვით სხვაგან ადგილს, თუ რათქმაუნდა საუკეთესო არ ხართ)

მე ასე გავაკეთე, ჯერ ჩამოვწერე რამდენიმე პროფესია თუ რამინდა გამოვიდე, შემდეგ ყველა პროფესიას მივაწერე დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასევე ჩავატარე გამოკითხვა ოჯახის წევრებთან თუ რა პროფესია ამერჩია.
შემდეგ ვნახე ინტერნეტში რას წერენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თავის სამუშაოზე...
და ასე დავდექი მომავალი ჟურნალისტი.....

1 comment:

გმადლობთ კომენტარისთვის