Wednesday, July 25, 2012

მეყო ოცნება (ავტორი ნია ხუციშვილი)



სიბნელეში მას გავხარ...იქნებ იმიტომ მსიამოვნებს შენთან ყოფნა რადგან მგონია რომ მასთან ვარ.და საერთოდ ის რომ არა შენ არც იქნებოდი. კი ყველაფერი მის გამო. თუმცა მე შენ მიყვარხარ. იქნებ შენში ის მიყვარს. მისი ღიმილი..არა შენ უფრო კეთილი ხარ, თუმცა ღიმილი გაქვს კეთილი, გული კი ქვა...მას კი პირიქით... დავკარგე ის , ვინანე კი , მერე შენ გიპოვე,  არა შენ მის დროსაც იყავი, ყოველთვის მომწონდი თუმცა ის მაჩერებდა. თქვენ ორნი ერთი ტიპის ადამიანები ხართ, თუმცა შენ უფრო ‘’ნაგლი’’. ამიტომაც მინდა შენთან და არა მასთან. ის უფრო მიცნობდა, ბევრჯერ უთქვია რომ უბრალოდ ძლიერი ჩანხარ და არაფერს იმჩნევო თუმცა შენც ტირიხარო შენც გტკივაო, იქნებ ამიტომ არ მინდოდა მასთან ყოფნა რადგან ჩემი ნამდვილი მხარე დაინახა.  და მერე შენ გამოჩნდი, ყურადღებას არ მაქცევდი , აი რამ მომაწონა შენი თავი . არასდროს დამიჯერებია შენი არცერთი სიტყვა, თუმცა თავს ვაჯერებდი , ყოველ შენს სიტყვაზე თავს ვეუბნეოდი გატყუეებს არ დაუჯერო 2 წუთის შემდეგ კი თავს ვაიძულებდი დამეჯერებინა ყველაფერი ..ყოველი სიტყვა, რომელსაც ხანდახან მომიგდებდი.. ის დამავიწე მაგრამ უარეს დღეში ჩამაგდე. მე ვიცოდი რომ მას ვუყვარდი მაგრამ ვეღარასოდეს ვიქნებოდით ერთად, ახლა კი ვიცი რომ შენ არ გიყვარვარ და არც ერთად არ ვიქნებით...ამოგიჩემე ესარის და ეს ...არაფერი მჯერა შენი მე კი გაგიჟებით მიყვარხარ. შენ არ იცი როგორ გელოდები ყოველთვის როგორ ვფიქრობ შენზე ყოველთვის...
იცი კიდე რა..ახლა ვინც ამას კითხულობს, ფიქრობს რო მე მე არ ვარ, რამდენს უკვირს, ნუთუ ამას მე ვლაპარაკობ , ნუთუ მე ტირილი შემიძლია, ნუთუ ისეთი ვინმე მიყვარს ვისაც არ ვუყვარვარ და ასე ვთქვათ თავს ასე ‘’ვიმცირებ’’ ...თუმცა თუ შენ წაიკითხავ ამას არაფერი გაგიკვირდება, გაიფიქრებ რომ ეს მე ვწერ , ზუსტად ასეთი ვარ ...მხოლოდ შენ მიცნობ ასეთს, მხოლოდ შენ მოგისმენია ჩემი ესეთ ლაპარაკი. სამწუხაროა მაგრამ შენ ამას გულთან არ მიიტან, თუმცა არც კი წაიკითხავ.  ძნელია როცა შენთვის ვწერ და ვიცი რომ არ წაიკითხავ..
ახლა ვზივარ და მენატრები. მაგრამ ვიცი რომ ყველაფერი დამთავრდა. თითქოს მომეშვა. შენ აღარასოდეს, ან დიდი ხანი არ გამოჩნდები ჩემს ცხოვრებაში...თუმცა სანამ ამას მივხვდებოდი დაამტკიცე კიდეც რომ არ გაინტერესებ...კარგია იქნებ ახლა მაინც შევეშვა შენზე ფიქრს.უბრალოდ ასეთი ვარ, როცა ვიცი რომ ყველაფერი მორჩა, მაშინ ჩემს გრძნობებსაც ბოლოს ვუღებ...ახლაც თითქოს ყველაფერი გავიაზრე, როცა შენ აღარ გხედავ,  რამდენიმე დღეა მაგრამ უკვე მივეჩვიე...
ერთი რამე მაინც ნამდვილად ვიცი...დაგივიწყებ... მალე როცა ძალა მექნება გაგცვლი ვინმეში თუნდაც გამვლელში და ის შემიყვარდება...არ გაგიკვირდეს, შენც ზუსტად ასე შემიყვარდი, როცა მისი დავიწყება მინდოდა უბრალოდ შენ აგირჩიე და შენ ის იყავი ის გამვლელი... ასე იქნება, შენც გაჩნდები ისევ ჩემ ცხოვრებაში..მომწერ ‘’როგორ ხარ?’’  და მე უკვე მიხარია როცა ვფიქრობ რომ მექნება იმის ძალა რომ არ გიპასუხო. და მე მიხარია რომ მომეცემა შანსი ჩემი თავი ისე გაგაცნო როგორიც ყველასთან ვარ... აი მაშინ მოგენატრები ისე როგორც მე ახლა ვარ. მე ვიზრუნებ რომ ეს ნაწერი შენ წაიკითხო, აი მაშინ როცა მე შენ აღარ მეყვარები, მაშინ მინდა რომ წაიკითხო...
წარმოვიდგინოთ რომ მომწერე..მე არ მიყვარხარ და არ გიპასუხე,შენ კი ჩემზე ფიქრობ არიცი რა ქნა ,,,და აი რასაც განიცდი ახლა , იმას განვიცდიდი მე ...
მოკლედ მეყო ოცნება...მთავარი ის არარის რომ ინანო, მთავარია ის რომ დამინახო ისეთი როგორიც თავიდან უნდა დაგენახე...
იცი მე ვისთისაც მითქვია ინანებ მეთქვი ყველამ ინანა....და აი მე გეუბნევი რომ ინანებ. თუმცა ჩემთვის უკვე სულერთი იქნება...ყველაფერი დამთავრდა, მე რამის კომპიუტერთან ჩამეძინა შენ კი მაინც არ ჩანხარ...ღმერთო რას ვაკეთებ ხომ ვიცი რომ არ შემოვა, თუმცა როცა მე აღარ შევალ მან დაიძინოს კლავიატურაზე.
იცი ახლა როცა წახვედი ის გამახსენდა... შენ თუ ის ვეღარ ვიგებ....თუმცა შენ მიყვარხარ.არვიცი , ძალიან მიყვარხარ, ის დრო მენატრება როცა აღარ მეყვარები.. არ მინდა გაგახსენდე , არ მინდა მომწერო, რადგან ვიცი ისევ დავიტანჯები.
მოკლედ...3დღის წინ გავიაზრე რომ ყველაფერი დამთავრდა , ყველაფერი მორჩა, და ეს გააზრება იყო საშინელი ტკივილი, თუმცა ასე ჯობდა...
დღეს მიყვარხარ , ხვალ კი გეყვარები....ვიცი
მეყო ოცნება .........................

No comments:

Post a Comment

გმადლობთ კომენტარისთვის