Friday, July 20, 2012

ერთ დროს (ავტორი ნია ხუციშვილი)


შესავალი რომელიც უნდა დამეწერა არაჩვეულებრივი იქნებოდა რომ არ დამვიწყებოდა.
ნეტავ შემცივდეს...
დაწყება ყოველთვის რთულია, თუგინდათ დავასრულებ, შუა ნაწილს დავწერ, დაწყება ყოველთვის რთულია.
ნეტა ვიცოდე რამინდა, ან რატომ ვწერ, რას ვწერ ?  ვწერ კია რამეს ? ოჰო ვცდილობ რაღაც განსხავებულად ვწერო , სასაცილოა, არა არ ვცდილობ ,ისე ვწერ როგორც უნდა ვწერდე, არა არ მომწონს ეს მელანქოლიური ლაპარაკი.
რა უნდა ვქნა, რა უნდა გავაკეთო...ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ძველი მეგობრები დავიბრუნე, არა რა თითქოს ნამდვილად დავიბრუნე.
რა უნდა გავაკეთო , ყოველ დილით, არა რა  დილით, დილით ყოველთვის მძინავს, მაშინ გაღვიძება დავარქვათ...გაღვიძებისთანავე ცუდათ ვარ...არა არა თავს არ გაცოდებთ, თუმცა როცა ჩემს სათქმელს ვამბობ თავის შეცოდება გამოდის..
როგორ გიცნობთ სუყველას, იქნებ არც გიცნობთ..შინაგანად ყველა სხვა ხართ, თუმცა რა აზრი აქვს, არასოდეს გამოამჟღავნებთ თქვენს შინაგანობას.ასე რომ გიცნობთ.ნეტა ჩემ თავს ვიცნობდე, არა არა ვიცნობ, გარედანაც ვიცნობ ჩემს თავს, შინაგანადაც და კიდევ უფრო შინაგანადაც. თუმცა გარეგანად ყველაზე კარგი ვარ, შინაგანად უფრო მორცხვი, სევდიანი, იმის შინაგანად ნამდვილი საცოდავი ვარ. გამოდის მეც თქვენნაირი ვარ ‘’გარეგანი’’
 ვცდილობ შენზე არ ვიფიქრო, გარეგანი მხარე ცდილობს და გამოსდის, შინაგანს ენატრები, იმის შინაგანი კი საცოდავად გდია სადღაც და ტირის. ეს ტირილი გარეგანს გულზე აწვება. არა შენზე არ ვიფიქრებ, გარეგანი მხარე ყოველთვის ლიდერობს.
აი ახლა შენ მკითხველო, რომელიც ზიხარ და კითხულობ, შენ შეიძლება ჩემზე ფიქრობ რა ნიჭიერიაო, აი მეორე მკითხველო შენ ფიქრობ ვერარისო, აი შენ მესამევ ფიქრობ უკეთეს რამეს დაწერდი, აი შენ მეოთხე მკითხველო ფიქრობ შეწყვიტო კითხვა...ალბათ ვხუმრობ სად მყავს ამდენი მკითხველი. მკითხველო მინდა მადლობა გადაგიხადო თუ აქამდე მაინც წაიკითხე, შენ ალბათ ჩემი მეგობარი ხარ რომელიც არ ‘’მიტეხავ’’ და მაინც კითხულობ.
ეს ბანაობაც ამოვიდა ყელში, ვანაში ვცხოვრობ..
რამე უნდა გავაწყვიტო , თუმცა რისი გადამწყვეტი ვარ, ის ვერ გადამიწყვეტია რა ვჭამო, რისი გადამწყვეტი ვარ ის ვერ გადამიწყვეტია რომელ სიღერას მოვუსმინო, რისი გადამწყვეტი ვარ ის ვერ გადამიწყვეტია თმა როგორ შევიჭრა, არა ჯერ ისიც არ გადამიწყვეტია შევიჭრა თუ არა. რისი გადამწყვეტი ვარ, გადავწყვიტო რამე თუ არა ისიც ვერ გადამიწყვეტია.
ჩემი ოთახი დაიღალა ჩემი ყურებით, დაიღალა ლოდინით როდის დავალაგებ, დაიღალა...ჩემი თავიც დაიღალა სხვების დაღლით.ყველაფერი დაიღალა.
ნეტა იწვიმოს...............
ბავშვობაში სიბნელის მეშინოდა, თუმცა ახლაც მეშინია, თუმცა ახლაც ბავშვი ვარ...
ჩემი თვალებიც დაიღალა ტელეფონზე ყურებით, შენი მესიჯის ლოდინით, თუმცა შენ ალბათ ჩემი ნომერიც არ გახსოვს, თუმცა ტელეფონიც აღარ მაქვს.


მე შენ მყავდი გვერდით, ერთ დროს, ყოველთვის, არა შენ ჩემი შეყვარებული არ ხარ, არა არა არც მეგობარი ხარ, ბიჭიც არ ხარ..
ერთ დროს შენც მყავდი გვერდით, ვიცოდი გიყვარდი , არა ვიცოდი მხოლოდ შენ გიყვარდი, ხო შენ შეყვარებული იყავი, ხო შენ მეგობარიც იყავი , ხო შენ ბიჭიც იყავი.
ერთ დროს თქვენც იყავით ჩემთან, არა თქვენ ჩემი შეყვარებულები არ იყავით,ხო მეგობრები იყავით, მერე აღარ იყავით, ეხლა ? იმედია ისევ მეგობრები იქნებით. დიახ თქვენ გოგოები ხართ.ორი გოგო
ერთ დროს შენ არც კი გიცნობდი,მერე გაგიცანი , ხო შენ მას მერე ჩემთან ხარ, ხო შენ გოგო ხარ და ყოველთვის ჩემთან იქნები.
ერთ დროს შენც არ გიცნობდი , მერე შენც გაგიცანი, მერე შენც შემიყვარდი , შენც ჩემთან ხარ.. ხო შენ ადრე ვერ გიტანდი, ეხლა მიყვარხარ, ხო შენ ბიჭი ხარ, ხო შენ ჩემი მეგობარი ხარ.
ერთ დროს არც თქვენ გიცნობდით, თუმცა თქვენ მალევე გაგიცანით, თუმცა უფრო მერე გაგიცანით კარგად, დიახ თქვენ ხშირად ხართ ჩემთან , ხო თქვენ გოგო და ბიჭი ხართ, დიახ მეც მიყვარხართ
ერთ დროს შენი მეშინოდა, შენც გაგიცანი, შენც შემიყვარდი, შენ ხან ჩემთან ხარ ხან არა, თუმცა ერთმანეთის გულებში ყოველთვის ვართ და შენ ყოველთვის მეყვარები, ხო შენ გოგო ხარ და ყოველთვის ჩემთან იქნები.ვიცი
ერთ დროს შენ არ მიყვარდი , მერე დაგიმეგობრდი და ყველაფერს გიყვები.ჩვენ ერთად კარგად ვართ, ხო შენ გოგო ხარ , ხო შენ ბიჭური ხარ, ხო შენ მიყვარხარ.
ერთ დროს შენ სხვასთან იყავი, მერე შენც გაგიცანი, არა სანამ გაგიცნობდი მანამდე მიყვარდი, მერე გაგიცანი და უფრო შემიყვარდი , მე შენ მიყვარხარ , კი შენ ბიჭი ხარ , შეყვარებული არა არ ხარ , თუმცა იმედია იქნები. ხო მე შენთან მინდა, ძალიან მინდა ...
ერთ დროს მე დავიბადე , მე თქვენთან დავიბადე, თქვენ ხან რამდენიმე ხან ყველა, ხან არცერთი და მაინც ყოველთვის ჩემთან ხართ, თქვენ ჩემი ოჯახი ხართ.
თქვენ არასდროს მაინტერესებდით, თუმცა ჩემი ცხოვრების ფონად ყოველთვის იყავით..არა არა თქვენ გოგოები არ ხართ, არა არც ბიჭები არ ხართ, თქვენ არაადამიანები ხართ. ხო თქვენ ხალხი ხართ...
ხო შენ კი ყოველთვის ჩემთან ხარ, არგინდა და მაინც  გისმენ, ხო შენ გინდა თუარა ჩემთან ვიქნები. ხო გაურკვევლად წერ, ხო შენ მე ხარ.

1 comment:

გმადლობთ კომენტარისთვის