Sunday, July 8, 2012

ერთი ცრემლი (ავტორი ნია ხუციშვილი)





წვიმს ....რა ბანალური დასაწყისია.თუმცა წვიმს და რასიზავ... რომელი საათია ? თუმცა ეს ვის რაღაში აინტერესებს.მითუმეტეს მას.თუმცა მაინც ყოველთვის იცის.განა საათი უკეთია.უყვარს საათები, თუმცა ყველა საათი გაჩერებული აქვს.
ქუჩა ისეთია როგორიც ნაწვიმარზე, სხვანაირ აღწერას ელით ? მაშინ სხვა წიგნი წაიკითხეთ... აი მან შემოუხვია. წვიმის სუნზე ფიქრობს, ნეტა დავსველდეო, თუმცა ახლა წვიმაში ნამდვილად ვერ ირბენს გიჟი ხოარაა..თუმცა ნამდვილად გიჟია თავისებურად...ჰკითხეთ ვინ უყვარს...თითონაც არ იცის. გააჩნია რა ხასიათზეა.ჯობია ჰკითხოთ ვისი ჯიბრი კლავს, მას ეს ჰგონია სიყვარული. ამ წუთში ვინ უყვარს ? ვის ხასიათზეა ? ვიღაც ლოთი..... გაახსენდა ზამთარი, ისინი ერთად ისხდნენ არ ეხუტებოდნენ ერთმანეთს, მერე მოიტყუა მცივაო და ჩაეხუტა.არასოდეს სცივა არადა..ვერ იტანდა მაშინ ,აგრამ მაინც ჩაეხუტა.ბევრი აწვალა, როცა დაშორდნენ მიხვდა რომ უყვარდა თუმცა რა აზრი ჰქონდა.ბიჭს ჰგონია ბოლო მოუღო და გააბრაზა, თუმცა იცნობს კი ბიჭი მას ?  იცის რომ 2 დღით გააბრაზა მარტო. მას ხომ მალე გადაუვლის ხოლმე ტკივილი.სადღაც ღრმად,გულში იგროვებს, და მერე ტირის ტირის მთელი ღამე.მეორე დილას კი კარგადაა, აღარ ახსოვს.აი მიდის სახლში და ხვდება ხვალ ისევ კარგად იქნება. კიბეებზე ადის, უყვარს და სიამოვნებს ეს სიჩუმე,ეს სიბნელე, უყვარს გასაღების წკრიალი, შემდეგ კარის გაღება,ეს მისი სახლია,ხანდახან არეული ხანდახან ცივი, ხანდახან ლამაზი, თუმცა არასოდეს არარის არასასიამოვნო. შედის თუარა გაზქურას ანთებს წყალს აცხელებს. ყავა აი კიდევ რა უყვარს... უშაქრო. მწარე და თავისთვის გემრიელი. როგორიც თვითონაა...ტანსაცმელს იცვლის შემდეგ ყავის ჭიქით ხელში ფანჯარასთან დგება, ცრემლი აწვება, სიჩუმემ იცის. კომპიუტერს რთავს. სტატია აქვს დასაწერი.ვერაფერს ფიქრობს. თუმცა ერთი წინადადება დაწერა და აი მუზაც მოვიდა, ჩქარა წერს რომ არ დაავიწყდეს და ყველაფერი დაწეროს.გარეთ წვიმას უმატებს...
                                         ***
მას კატიუშა ჰქვია...როცა დაიბადა ნაცრისფერი თვალები და წითელი ტუჩები ჰქონდა.
 მერე გაიზარდა თავიდან ყველაფერში პირველი იყო, ამით ბევრს შეაძულა თავი.მერე ნელნელა დაბლა ჩამოვიდა, ამას თქვენ ეძახით ‘’დაცემას’’ თუმცა მისთვის ეს არაფერი იყო... ჩამოვიდა დაბლა რეალობაში, დაინახა როგორ შეიძლება მიატოვონ, მეორედ მიატოვონ, მესამედ მიატოვონ...დაინახა როგორ შეიძლება ყველამ მიატოვოს, დაინახა მაგრამ ვერ იგრძნო, გულში მაინც სწამდა ყველასი.ამ პერიოდში ცრემლის შეკავება ისწავლა, თავის მართვა ისწავლა, ახლა შეუძლია აკონტროლოს სიცილი, ტირილი,  არა მარტო გარეგნულად არა, გულსაც შეუძლია დააჯეროს ადვილად..სინამდვილე კი სადღაც შორს რჩება. ასე ჯობია.
 გარეგნობა დიდი არაფერი თუმცა რაღაც აქვს ისეთი, ეშხიანი....თვალებში არავის უყურებდა, თითქოს რაღაც ძვირფასი ჰქონდა თვალებში, თუმცა გაუფასურდა , ახლა ყველას თვალებში უყურებს.  ხორბლისფერი კანი, ფერადი თმა , არა მაღალი არარის ... თავის თავი მოსწონს სარკეში თუმცა გარეთ როცა გადის თავდაჯერებულობას კარგავს და ჰგონია ყველაზე მახინჯია.ერთი შეხედვით ვერ გაიგებ სადაურია, პოლონელი, ქართველი რუსი თუ ბოშა, თუმცა ცოტცოტა ყველაფერი აქვს დამახასიათებელი. სულ სხვა სამყაროდანაა. მისი დანახვისთანავე მიხვდებით, თუმცა ამ ბოლო დროს უნდა ჩვეულებრივი იყოს.
   ‘’დაეცა’’ თუმცა მერე ისევ ადგა , ბევრი იმუშავა, სკოლა დაამთავრა და ჟურნალისტიკურზე ჩააბარა. ახლა ყველაზე პრესტიჟულ ჟურნაში მუშაობს, ყველაფერი აქვს ხალისის გარდა ...

                                     ***
გათენდა, დიდი ხანი მოუნდა ჩაცმას, ყოველთვის ასე იცის, სახლს ყირაზე აყენებს სანამ არ იპოვის რა ჩაიცვას,თუმცა ლამაზად აცვია საბოოლოდ.. როგორ უყვარს ეს ბნელი პადიეზდი, თუმცა რატომ არიცის.გარეთ გავიდა, უყვარს ასე მარტო სიარული, წყნარდება, მიდის და გზადაგზა ყველა ფანჯრის თუ კარების შუშაში იხედება, ზოგგან ლამაზია ზოგგან არა. მაღაზიაში შევიდა და კოკაკოლა იყიდა, თუმცა ახლა ლიმონს ვერ ჩააწურავს, უყვარს კოკაკოლა ლიმნით, ესეც კიდევ ერთი უცნაურობა. ის ლოთი დაინახა თუმცა არ იმჩნევს  მაღაზიიდან ისე გადის.იმ ლოთს იგორი ჰქვია.გზას აგრძელებს ცოტა დაძაბული. მოაფიქრდა აი რა უნდა ქნას, ძმაკაცი უნდა გაიცნოს, მოსწონს იგორის ძმაკაცი. იგორის ძმაკაცი ერთი შეხედვით წყნარი ბიჭია,ზუსტად ასეთი უნდა წყნარი ურთიერთობისთვის.
 სამსახურთანაა უკვე, გახარებული შედის და ყველას ესალმება გზადაგზა, როგორც ყოველთის დააგვიანა, უფროსის კაბინეტში შედის ახალი სტატია უნდა წარადგინოს.უკვე იცის ყველას გააოცებს.სტატიას ხმამაღლა არასდროს კითხლულობს.ამიტომ ამობეჭდავს ხოლმე და არიგებს. ახლაც დაარიგა და ელოდება სანამ აღფრთოვანებას გამოხატავენ.თავში უხამსი აზრები უტრიალებს, რა იქნებოდა მაგიდაზე აცოცდეს და რომელიმე თანამშრომელს აკოცოს აი მაგალითად იმ გოგოს, მერე რა რომ გოგოა, ნეტა რა რეაქცია ექნებათ. ხანდახან ჰგონია რომ წუთიწუთზე წამოხტება და იმას გააკეთებს რაც უნდა, თუმცა ზის ისევ და ელოდება.აი ერთი მორჩა და კმაყოფილი სახით იყურება, ცოტახანში დანარჩენებიც
_ოო! კაწიაა, ნამდვილი გენია ხარ
_ყოჩაღ!
_მაგარი იყო.
აი მთავარი უფროსი ალაპარაკდა:
_ კაწია კაწია, არვიცი რა ვთქვა, ნამდვილად იმსახურებ პრემიას.
 კაწიას ეზიზღება ეს კმაყოფილი სახეები, ისე აქებენ თითქოს არ იციან რომ ეს ისედაც შეუძლია, ეს ხომ ჩვეულებრივი სტატიაა.მაგრამ კმაყოფილი იქნევს თავს და ყველას ბანალური თბილი მზერით აჯილდოვებს..ახლა სხვა თემაზე ლაპარაკობენ..კაწია არ უსმენს. ყველას ათვარიელებს. წინ რომ ბიჭი უზის 2 განყოფილებიდანაა კაწია კარგად ათვარიელებს.ბიჭმა იგრძნო მისი მზერა და შეხედა. კაწიამ კალამს ოდნავ შესამჩნევად ენა აუსვა და ბიჭს თვალი ჩაუკრა. მერე უფროსისკენ მიტრიალდა და ისეთი სახე მიიღო თითქოს ძალიან დაინტერესებული იყო მისი საუბრით.იცოდა ის ბიჭი გააგიჟა. როგორ უყვარს ასეთი რაღაცეები. ბიჭისკენ აღარც მიიხედება, იცის რომ მას უყურებს და ესეც საკმარისია.
   საღამოა კატიუშა სახლისკენ მიდის, რთული დღე ჰქონდა, მობილურით მეგობარს ურეკავს, ისინი ერთმანეთს მარტო მაშინ ურეკავენ როცა რამე სჭირდებათ..ასეთი მეგობრებიც საჭიროა თუმცა არა, მარტო ასეთი მეგობრებია საჭირო.მეგობარს სთხოვს გაიგოს იმ ბიჭის სახელი იგორის ძმაკაცის და სად შეიძლება მისი ნახვა, მეგობარი ეუბნევა რომ საღამოს დაურეკავს.კატიუშა მაგაზიაში შედის, ყიდულობს ლიმონს და კოკაკოლას . შედის სახლში, იხდის მხოლოდ ფეხზე და წვავს ქათმის ჩხირებს...ესეც მისი საყვარელი საჭმელი... ჭამის დროს სარკეში იყურება..რაქნას უყვარს და ...
 კაწია ვანაში შედის, როცა გამოდის მეგობარი ურეკავს, ბიჭს ანდრეა ჰქვია, კალათბურთელია. მიდი ნახვა სპორტდარბაზში შეუძლია, კაწია ყველაფერს იგებს და მადლობას უხდის მეგობარს. თანსაცმელს არჩევს სპორტდარბაზისთვის და იძინებს.
                                ***
აი შევიდა.ახლა უნდა იპოვოს სადარის ანდრეა, ამაყად მაგრამ ნელა მიაბიჯებს, აქეთ-იქით იყურება აი ანდრეაც , მის წინ დაჯდა:
_ გამარჯობა  !
 ანდრეა ვარჯიშს წყვეტს
_გამარჯოოობა !
_ მე კატიუშა მქვია, სასიამოვნოა შენი გაცნობა.
_მე ანდრეა ჩემთვისაც ..
კაწიამ იცის ეს გაოცებული გამომეტყველება, ყოველთვის ასე იციან ბიჭებმა როცა გოგო პირველი ეცნობა.
_ანდრეა დღეს ღამე ჩემთან გეპატიჟები
_რა მე ?
_ წულიკიძე, 2 სართული, ზუსტად მაღაზიის ზევით.
_მართლა?
_ ხო აბა აქ სავარჯიშოდ ხოარ მოვიდოდი.
კაწია აღარ აცლის ანდრეას არაფრის თქმას და მიდის... აი ასე ვნახოთ მოვა თუარა ფიქრობს კაწია.შემდეგ კაფეში შედის და ნამცხვარს ჭამს. ეძინება, ადრე გაიღვიძა, სახლში მიდის თუ არა იძინებს.
  საღამოს 8 საათია მობილურის ზარი აღვიძებს. თანამშრომლები ურეკავენ სვავენ. გავა ცოტახანი, იცმევს და გადის. ჯერ არ სვავს თუმცა შემდეგ ხასიათზე მოდის და სვავს და სვავს... სასმელი მალე მოეკიდა თუმცა კარგად გაერთო, სახლში აცილებენ, კიბეზე ადის, ახლა გაახსენდა ანდრეა უნდა მოსულიყო, თუმცა სერიოზულად არ მიიღებდა ალბათ ხუმრობა ეგონა. არ მოვა. იხდის, ბანაობს და წვება..თავბრუ ეხვევა, თუმცა ბოლოს მაინც ჩაეძინა..
 _ კატიუშაააააა....კატიუშა ადექი ...
 კაწიას ეღვიძება თავზე ვიღაც ადგას
_ ანდრეა. შენ ისა .. მოხვედი ?
_კი არ მოვედი ამოვძვერი
_აა მე ისაა... დამეძინა, მე მეგონა არ მოხვიდოდი ..
_ დალიე კატიუშა ?
_ხო ცოტა, სიგარეტი მინდა, მომაწოდე
 ანდრეა სიგარეტს აწოდებს..
კატიუშამ მოუკიდა და ანდრეას შეხედა, უცბათ გაეცინა ..
_რას მიყურებ პეპე
_ პეპე ვინაა ?
_დღეიდან შენ პეპე ხარ მე კი შენი თოჯინა, კატიუშა აღარ დამიძახო.
_ რა გიჟი ხარ.
_ხო პეპე გიჟი ვარ.
 ანდრეა საწოლზე წამოწვა.
_ პეპე მომწონხარ
_ჩემთან მოდი თოჯინა.
კაწიამ ანდრეას თავი დაადო გულზე..გულისცემას უსმენდა. .რას აკეთებს ვინარის ეს ბიჭი, არც კი იცნობს. კაწია წამოჯდა, რგოლები გამოუშვა.. ანდრეაც წამოჯდა.კაწია მისკენ მოტრიალდა, ანდრეა ახლოს მივიდა და აკოცა თუმცა კაწიამ გააჩერა
_ პეპე კოცნა არიცი
_ რატო თოჯინა?
_ არ მომეწონა ? მე გასწავლი
 კაწიამ პეპე საწოლზე დააწვინა, მერე ზედ შემოაჯდა,  ცოტახანი დაიცადა, მერე ნელნელა მიუახლოვდა და აკოცა მთელი გრძნობით, მთელი სულით გულით, მთელი ვნებით, ანდრეამ ხელი წელზე მოუჭირა, ცოტახანი აკოცა, თუმცა ეს იყო ყველაზე კარგი კოცნა კაწიასთვის. შემდეგ ჩაეხუტა და ასე იყვნენ ცოტახანი. თითქოს დრო გაჩერდა , თითქოს ყველაფერი რაც აქამდე იყო, რაც უნდა ყოფილიყო და რაც იყო, თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა, იყვნენ მხოლოდ პეპე და თოჯინა, თოჯინა და პეპე, იყვნენ მხოლოდ ისინი..გაჩერდა ისედაც გაჩერებული საათები, გაჩერდა რეალობაც და კაწიას ანდრეა შეუყვარდა...
 კაწიაც მიხვდა ამას , ებრძოდა თავს როგორც ყოველ შეყვარების დროს თუმცა კარგად იცოდა ვეღარაფერს შეცვლიდა..


                                        ***
კატიუშამ მარტომ გაიღვიძა, საწოლიდან წამოდგა  ანდრეას ძებნა დაუწყო, ვერსად იპოვა  , მერე საწოლზე დაიწყო ძებნა წერილის ან რამე მსგავსის. ნუთუ არაფერი დატოვა, ნუთუ ისე წავიდა.. კაწიამ ტანსაცმელი ისე ჩაიცვა არც აურჩევია შემდეგ სამსახურისკენ წავიდა, გზაში ათასი აზრი უტრიალებდა, ანდრეას რო მოსწონდეს ისე არ წავიდოდა რამეს დატოვებდა.. თუმცა უკვე მიხვდა კაწია რომ არავისაც არ მოსწონდა და ეს მხოლოდ მისი ოცნება იყო. სამსახურში დრო წიგნის კითხვაში გაატარა, აი რაც აწყნარებდა ,თუმცა წიგნიც უჟმური შეხვდა და ამინდიც, სახლში დაქანცული მივიდა ,არა სამსახურს არ დაუღლია,  არაფრის ლოდინმა დაღალა. კაწიას ყველაზე მეტად ამის ეშინოდა, ეშინოდა რომ შეუყვარდებოდა როგორც ყოველთვის უცხო და იცოდა დიდი ხანი შესწირავდა ამ ბიჭზე ოცნებას, იცოდა დიდი ხანი დაიტანჯებოდა, განა ცრემლიც განა ჩხუბით ,არა სიჩუმით დაიტანჯებოდა , მარტოობით და ეს აშინებდა ყველაზე მეტად. ისევ თავიდან უნდა შეეკავებინა ბოღმა, ისევ თავიდან უნდა ეცადა არ ეღრიალა და ყოფილიყო მშვიდი და წყნარი კაწია რომელსაც ყველა ასეთს იცნობდა...როდის მოვა ის დრო როცა რაც ენდომება გააკეთებს.ბავშობაში ეგონა თუ მშობლებს მოშორდებოდა და მარტო იცხოვრებდა სხვა ქალაქში მაშინ იქნებოდა თავისუფალი. თუმცა აქ მშობლები თანამშრომლებმა შეცვალეს, ‘’მეგობრები’’ მტრებმა, ხურდები დოლარებმა, ფანქრები კალამმა,პატარა ბიჭები უფრო დიდმა ბიჭებმა, ოცნება რეალობამ.აქ ყველაფერს ჰქონდა შემცვლელი, იგივე სამყარო უბრალოდ ცოტა დიდური , ისეთი კაწიას რომ არ შეეფერებოდა,, რას არ დათმობდა ახლა თავის ბავშობის ოთახში მჯდარიყო, საწოლზე რომელსაც სადაც უნდა დაათრევდა,  ათასი სისულელით აჭრელებულ კედელზე ეკრა კიდევ ათასი სისულელეები, ეწერა დღიური დღეები რომ ავიწყდებოდა და ერეოდა. რას არ მისცემდა მჯდარიყო ისევ პატარა და მორცხვი და თვალებში არავისთვის ჩაეხედა.რას არ დასთმობდა ახლა  რომ მჯდარიყო ეზოში და ეღო ბევრი სურათები, მიეღო ათასი სულელური გამომეტყველება, ჩაეცვა სულელობები სურათებისთვის, და შემდეგ მთელი დღე კომპიუტერზე მჯდარიყო...ეკატავა როლიკებით მიუხედავათ იმისა რომ ფეხები სტკიოდა, ერბინა ბევრი მიუხედავათ იმისა რომ იღლებოდა, მიეღო ზაგარი.. ესმინა უაზრო სიმღერებისთვის რომელიც ახლა აღარ ახსოვდა. რა სულელი იყო მაშინ და როგორ უნდა ისევ ისეთი სულელი იყოს... 
  მთელი ღამე ელოდა ანდრეას იქნებ ამოვიდესო, იცოდა არავინაც არ ადიოდა თუმცა ელოდა მაინც , ასე ჩაეძინა ლოდინში.
                         

                                      ***
 ისევ ერთი ჩვეულებრივი დღე გავიდა, კაწიუშა საწოლზე წევს, იქნებ დღეს მაინც მოვიდეს ... ყველა ხმაურზე სუნთვასაც კი აჩერებს რომ გაიგოს ანდრა ხო არ მოვიდა.  საწოლიდან წამოდგა, სამზარეულოში გავიდა, კოკაკოლა დალია, ისევ ოთახში შევიდა, საწოლზე წამოწვა
_მოხვედი თოჯინა ?
_ პეპეეე. მოხვედი ?
_ჯერ მე გკითხე
_ხო ხო მოვედიი..
კაწია ანდრეას ჩაეხუტა. ვიცოდიო რო მოვიდოდაო ფიქრობდა.
_გუშინ ვერ მოვედი თოჯინა მაპატიე.მელოდებოდი ?
_არაუშავს არა პეპე არც გელოდებოდი არც დღეს.
ანდრეამ აკოცა. კაწიას გული უცემდა თუმცა ყველაფერს გააკეთებდა ოღონდ ანდრეას არ გაეგო რომ ასე გაუხარდა მისი მისვლა..
_მომიყევი რამე თოჯინა.
_მოიცა პეპე რა განახო...
კაწიამ ანდრეას ყველაფერი დაათვარიელებინა
_აი პეპე ამ ყელსაბამს სიყვარული მოაქვს, ამას ბედნიერება,ეს ჩემი საყვარელი სუნამოა, ეს ჩემი საყვარელი წიგნი
შენ კი ჩემი საყვარელი ადამიანი ხარ ფიქრობდა კატიუშა თუმცა თქმას ვერ ბედავდა...კატიუშას ბავშობის ოცნებები გაახსენდა
_ პეპე, დამპირდი რომ როლიკებით მაკატავებ
_ ბავშვი ხარ თოჯინა, გპირდები ხვალვე გაკატავებ..ველოსიპედითაც
კატიუშა ანდრეას ჩაეხუტა.მთელი ღამე ილაპარაკეს. მერე ისევ ჩაეძინა კაწიას...

                                               ***
გათენდა...კაწიამ კარგ ხასიათზე გაიღვიძა. რა უნდოდა მეტი. ახლა ანდრეას სიყვარულში დარწმუნებული იყო. სიყვარულმა ბევრი აწერინა კიდევაც, შემდეგ გახარებული სამსახურში წავიდა, ყველაფერი უხაროდა, ყველაფერი ლამაზი ეჩვენებოდა, ცდილობდა არ გაღიმებოდა მაგრამ არ შეეძლო...
  და აი ღამე დადგა ...მაგრამ ანდრეა აღარ მივიდა ........
                                          ***
 მეორე ღამე...კატიუშა ელოდება.. ახლა მაინც მოვა.. მაშინაც ერთი დღე არ იყო მერე ისევ მოვიდა...
                                            ***
მესამე ღამე.. კატიუშა წევს...ეხლა ნამდვილად მოვა ... მოვა ვიცი...
                                            ***
მეოთხე დღე .მოვა, მოვა....არ ვიტირებ...
                                          ****
მუხეთე დღე... აი კატიუშა, 3 წელია არ უტირია , ახლა კი თითქოს ყველა დარდს, ყველაფერს ახლა დასტირისო ისე ქვითინებს...
                                         ***
მეექვსე დღე.. კატიუშას სძინავს, აღარავის ელოდება ან რა აზრი აქვს ყველაფერი დამთავრდა.


No comments:

Post a Comment

გმადლობთ კომენტარისთვის