Monday, July 2, 2012

არ მომკლათ...ქართველი ვარ ( ავტორი ნია ხუციშვილი)



მოკლედ ეს მოთხრობა ბავშვობაში დავწერე და ძაან ნუ გამაკრიტიკებთ )



მთელი ოჯახი სასტუმრო ოთახში ვიყავით.მამაჩემს ხელები უკან დაელაგებინა აქეთ-იქით დადიოდა და ლაპარაკობდა :
_ხვალვე უნდა წავიდეთ , დაყოვნება არ შეიძლება,თუ აქაც მოვიდნენ  ჩვენნაირი მდიდარი ოჯახებით დაიწყებენ...ახლავე ჩაალაგეთ ნივთები.
_კი მაგრამ...არ შეიძლება დილით წავიდეთ ?
_ არავითარ შემთხვევაში .ჩაალაგეთ მხოლოდ ის ნივთები რაც საჭიროა.2 საათში მივდივართ...გადაწყვეტილია !
   ეს საუბარი დედაჩემს და მამაჩემს შორის იყო. ბავშვები კი ვისხედით და ხმას ვერ ვიღებდით.მკაცრი მამა გვყავდა, არ უყვარდა როცა საუბარს აწყვეტინებდნენ.ოჯახში ყველა დიდ პატივს სცემდა და ზედმეტი სიტყვის თქმას ვერავინ უბედავდა.
   ყველანი ჩვენს ოთახებში წავედით მოსამზადებლად.ერთ საათში უკვე მზად ვიყავი.წინ კიდევ ერთი საათი მქონდა. სასტუმრო ოთახში კარადის უკან სამალავი იყო. ხშირად ვიჯექი ხოლმე შიგ და დღიურს ვწერდი,კარადა გამოვაღე და დავიმალე . ვიფიქრე დარჩენილ დროს რამეს დავწერ მეთქი .თავში ათასი აზრი მიტრიალებდა,,ვწერდი ჩემს ფიქრებზე, თუ როგორ მეშინოდა ომის და როგორ არ მინდოდა სახლის დატოვება... ამ დროს რაღაც ბრახუნი გავიგე ,შემდეგ ქალის კივილი და ბავშვის ტირილი.ნაბიჯების ხმა გავიგე,სასტუმრო ოთახში ვიღაც შემოვიდა, ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი...  ოთახში ჯარისკაცი შემოვიდა,მას რამდენიმე შემოჰყვა იარაღით...დედაჩემი დავინახე ხელშ ჩემი ძმა ეჭირა მეორე ხელი კი ჩემი დისთვის ჩაეკიდა ...მამაჩემი კი თავისი ნებით მოდიოდა..ყველა კედელთან ააყუდეს.ჯარისკაცმა ლაპარაკი დაიწყო :
_ აბა გისმენ...სადაა ძვირფასეულობა.ამით საქმეს გაგვიადვილებ.
_ თქვენნაირ ვიგინდარებთან არაფრის თქმას არ ვაპირებ, თუნდაც სიკვდილის ფასად დამიჯდეს!
  ჯარისკაცმა გადაიხარხარა
_ სიკვდილის ფასადო ? პირობას გაძლევ აუცილებლად მოკვდები ..ოჰოო...ბარგიც ჩაგვილაგებიაა..მაინც სად მიდიხართ ?  ჰავაიზე ?
  ჯარისკაცებმა სიცილი მორთეს
 მამაჩემმა საჩხუბრად გაიწია  ამ დროს  გაისმა იარაღის ხმა...ერთხელ,,ორჯერ...სამჯერ....
   დედაჩემმა კივილი დაიწყო, მამაჩემს მივარდა, მასაც ესროლეს, ბევრჯერ დათლას აზრი აღარ ჰქონდა . ჩემდეგ ჩემი და ძმა...
  არვიცი რა დამემართა კბილებით ვიკავებდი ცრემლებს ცოტაც და ავყვირდებოდი ..
 ასე ვიჯექი ცოტა ხანი შემდეგ კარადიდან გამოვედი ... მათ ბევრი არაფერი წაუღიათ, მათ უბრალოდ ჩემი ცხოვრება წაიღეს ,ჩემი ოჯახი, ჩემი სიხარული,ჩემი ბედნიერება...მათ მარტო მოგონება დატოვეს ჩემი ოჯახის მოგონება რომელიც მათი გვამების სახით იყო ძირს...რატომ გადავრჩი ბოღმა მაწვებოდა.რა დავაშავე, ნეტავ  ახლა მეც მათთან ერთად ვიწვე მეთქი ვფიქრობდი ...
  წამოსაღები რა იყო . ოჯახის სურათი...სადაც ყველა ბედნიერი იყო,აღარასდროს დაბრუნდებოდა ეს წუთები ვიცოდი..სურათი გულის ჯიბეში ჩავიდე და გარეთ გამოვედი.საშინლად მციოდა, იქ უფრო საშინელი სანახაობა დამხვდა...გვამები,გვამები,გვამები...გამახსენდა  ამ ქუჩაზე როგორ ვთამაშობდით ბავშვები
, როგორ ვერთობოდით და როგორ ვჩხუბობდით …ახლა ეს ჩხუბიც კი მენატრებოდა..ახლა....მხოლოდ გვამები...
  მთელი დღე ვიარე ქალაქში მაგრამ ყველგან ერთი და იგივე. ღამე ერთ სახლში გავათენე, დიდი ხანი ვცდილობდი დამეძინა. როცა გავიღვიძე უკვე თენდებოდა,შიმშილი ვიგრძენი.ცოტა საჩმელი ვიპოვე..გარეთ გავედი საშინელი სუნი იდგა, მივდიოდი,საით არ ვიცი.
  უცბათ რაღაც ხმა  მომესმა, ბევრი ადამიანის ლაპარაკს ჰგავდა. ფეხებთან ვიღაცამ მომქაჩა და მითხრა:  „თუ სიკვდილი არ გინდა დაწექი და არ გაინძრე!’’ ვერ მივხვდი რა ხდებოდა,ინსტიქტურად დავემორჩილე და დავწექი.  სვა გვამებს გავერიე. სიკვდილი რა საშინელებაა,ახლა როცა მეც ამ უსულო გვამებთან ვწევარ,მათსავით არ ვინძრევი, ასე მგონია მეც მოვკვდი..ჯარისკაცებმა შემოუხვიეს, გვამებს გადაუარეს თითოს  არც იცოდნენ რაზე იდგნენ, ერთართმა ხელზე დამაბიჯა , მეტკინა მაგრამ ხმას ვერ ამოვიღებდი.. როცა გაიარეს ერთი ჯარისკაცი მობრუნდა, გვამებს გადახედა მერე  იარაღის სროლა დაუწყო.. ჩემთან ახლოს რომ კაცი  იყო ტყვია მოხვდა და აყვირდა, ჯარისკაცმა მას კიდევ ესროლა ‘’
сеичас он умер’’ ჩაილაპარაკა და წავიდა..
  როცა დავრწმუნდი ,რომ წავიდნენ ,ავდექი.უცბათ ვიღაცამ დამისტვინა ,მასკენ მივიხედე,ერთი ჭუჭყიანი გამხდარი ბიჭი იყო.ფეხზე წამოდგა,ჩემსკენ წამოვიდა  და ხელი გამომიწოდა..კარგად დავათვარიელე ისეთი იყო ზუსტად კინოებში რომ ჯარისკაცები არიან, გამურული, დახეული ტანსაცმლით...ცისფერი თვალები ჰქონდა თითქოს ციდან აირეკლა ფერიო...ხელი ჩამოვართვი...
_ მე ლაშა ვარ..მიხარია ცოცხალს რომ გხედავ...ჯერჯერობით
   გაშტერებულმა შევხედე მიხვდა რომ ხუმრობა ვერ გავიგე და გულიანად გადაიხარხარა
_ კარგი რა მოგივიდა ხუმრობა არიცი ?  მეც ცოცხალი ვარ ვერ მხედაავ
_გხედავ ...ვუპასუხე მე.
_ აუ სად გადავრჩით არა?  მითხრა სიხარულით
_ ჰოოო!
_ რა მოკლე პასუხებს მცემ ?  
_ მიკვირს
_ რა გიკვირს ?
_ რა გიხარია ამ ომში და უბედურებაში ? ისე ლაპარაკობ თითქოს ეს ესაა წვეულებიდან გამოვედით
_ შენ თუ მაინც და მაინც სიკვდილი გინდა მაშინ დაგამშვიდებ და გეტყვი  რომ მაინც მოკვდები, სულ ასე ვერ დაიმალები. ამიტომ გიხაროდეს აქ რომ დგახარ და არ წევხარ
_ხო მართალიაა..ვუპასუხე გაოცებულმა
_ რა მალე დანებდი. სულაც არ ვაპირებ რუს ჯარისკაცებს მოვაკვლევინო თავი. მე ბრძოლას ვაპირებ...
ახლა მე გავიცინე
_რომელ ბრძოლას ?  შენ  გვამებში დაწოლას და დამალვას ბრძოლას ეძახი ? მე სისუსტეს დავარქმევდი.
_იცი რას გეტყვი ?  ეს ბრძოლაა სიკვდილთან ბრძოლა და არა ჯარისკაცებთან...  ეს სისუსტე სიძლიერისთვისაა
_ სისუსტე სიძლიერისთვის, საინტერესოაა
_ ვაშლი გინდა ? მხიარულად მკითხა მან თითქოს აქამდეც რამე მხიარულზე ვლაპარაკობდით
_კი მინდა
_აჰა დაიჭი
_მადლობა.
_რა გქვია არ იტყვი ?
_აა მე გიო მქვია
_გიო ლაპარაკი ეხლა ისწავლე ? დაწექი მოდიან !!
 ორივენი დავწექით . ჯარისკაცებმა მალე გაიარეს. ლაშამ ისევ დაიწყო:
_ შეჭამეს ტვინი რას დადიან..20 წუთში ერთხელ
_ ერთი დღეა რაც ეს ამბავია და უკვე ყველაფერი იცი?
_ ერთი დღე ? ეხლა მივხვდი .. ვისი შვილი ხარ ? ცენტრში ცხოვრობ არა ?  თქვენ მდიდრები არაფრით წუხდებით.
_ აბა რამდენი ხანია ? 
_იცი რა ძმაო.ერთი კვირაა აქეთ იქით დავრბივარ. თქვენთვის ყველაფერი კარგადაა. მე რომ ამათ ვემალებოდი შენ ალბათ იჯექი თბილად დედასთან.
_იცი რაა მე მშობლები დამეხოცა და ...
_მეც დამეხოცა მშობლები და შენ თუ გგონია ამით დღეს ვინმეს გააკვირვებ ცდები
  ორივე გავჩუნდით ..ხმა ვეღარ ამოვიღე,დამავიწყდა რომ მარტო მე არ ვიყავი ამ დღეში.ალბათ ლაშაც იგივეს განიცდიდა...

                                   ***
ლაშა ძალიან სასაცილო და მხიარული ბავშვი იყო.ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო, სჯეროდა რომ გადარჩებოდა ჩემგან განსხვავებით...ერთი კვირა ვიყავით ასე ..ერთი და იგივე ისევ გვამები, ისევ შიმშილი და ისევ ლაშას ღიმილიანი სახე..ერთხელ როცა ვისხედით და გამხმარ პურს ვჭამდით ლაშამ ლაპარაკი დაიწყო:
_ გიოს მეშინია...
_ვის არ ეშინია
_ არა მე ...მე მართლა მეშინია..აი აქამდე, აქამდე ხო არ მეშინოდა აი ეხლა კიი..
_რეებს ამბობ ? შენ არ იყავი რო უნდა გებრძოლა ?
_ მე... მე კი ვიბრძოლებ მაგრამ რა გამოვა ...არვიცი..
_ დაწექი მოდიან

                              ***
მე და ლაშა ძირს ვიწექით,ჯარისკაცებმა გაიარეს. ლაშა მალევე წამოდგა ფეხზე
_ფუ შენი!! ლაშა დაწექი კიდე მოდიაან !! ლაშააა !!!
   ვეღარ დავამთავრე .........იარაღის ხმამ ჩემი ქვითინის ხმა დაფარა..... კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი სიმწრისგან..ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა, პიქრვე ვიწექი არა ეს ნამდვილად არ შემეფერებოდა ...მე ნამდვილი მეგობარი მომიკლეს ნამდვილი ძმაკაცი.მე კი ვიწექი და ვტიროდი..აი ეს იყო სისუსტე სიძლიერისთვის...ჯარისკაცები წავიდნენ მე კი  ლაშას მივარდი...ცოცხალი იყო..
_ ლაშა...ლაშა არ მოკვდე გთხოვ!! ვიძახდი გამუდმებით
_გიო ! მე უნდა მოვკვდე, ერთს გთხოვ ..იბრძოლე...იბრძოლე ჩემს მაგივრად...
 ამის მეტი აღარაფერი უთქვია თუმცა ეს საკმარისი იყო ჩემთვის რომ მებრძოლა...
  ჯერ ჩანთა ვიპოვე ,საჭმელი მოვაგროვე და წავედი იქით საიდანაც ყველა გამორბოდა...3 დღე ვიარე, საჭმელი აღარ მყოფნიდა.. ძლივს მივდიოდი თუმცა ხომ მივდიოდი ..კიდევ ერთი დღე და აიი როგორც იქნა დავინახე დროშა საქართველოს დროშა, არაფრის თავი აღარ მქონდა თუმცა მაინც გავიქეცი ..
_ გადავრჩიიიი!!! ვყვიროდი გახარებულიი
_ ლაშა  გადავრჩიიი!!! გესმის....ნეტა აქ იყოოო ...გადავრჩიიიიი...
 
                                   ***
_ ფუ შენი ბავშვი ყოფილა ..
_ხელში აიყვანე
_ რუსია ?
_ არა ქართველია
_ საიდან იცი ?
_ ყვიროდა
_რას ყვიროდა ?
_ ‘’არ მომკლათ ქართველი ვარ’’
_როგორ მოაღწია ? პულსი აქვს ?
_ არა მოკვდა ... მისმინე ეს ამბავი როგორმე არ უნდა გახმაურდეს...ვითომ აქ ვიპოვეთ უკვე მკვდარი .გარკვევას არ დაიწყებენ
_ კარგი...პირობა დავდოთ რო არსად ვიტყვით.
_მისმინე ... ყველა წესის გათვალისწინებით დავმარხოთ , ვითომ ნათესავია ჩემი მაგალითად.. ასე არავის ეჭვი არ შეეპარება..
_ არა მაინც როგორ გადარჩა ....
_ნამდვილად გმირად გამოაცხადებდნენ...ჩვენ ...ჩვენ რომ არა..

2 comments:

  1. დედიკოJuly 2, 2012 at 10:47 PM

    მართალია წავიკითხე 2008 ში მაგრამ მაინც ამეტირა

    ReplyDelete
  2. shen tu agetira mashin magari var :D

    ReplyDelete

გმადლობთ კომენტარისთვის