Sunday, July 8, 2012

ერთი ცრემლი 2 (ავტორი ნია ხუციშვილი)



კატიუშამ გაიღვიძა , ტანსაცმელები აარჩია ჩაიცვა, შემდეგ ჩანთაში რამდენიმე წიგნი ჩაიდო, ყავა დალია და გავიდა, პადიეზდი ისევ ისეთი მოწყენილი ბნელი, აქამდე ვერც კი ამჩნევდა სანამ ანდრეაზე ფიქრობდა, ახლა ისევ იგივე ცხოვრება, ნეტავ რამდენი ხანი დასჭირდება რომ ისევ გულქვა გახდეს, რამდენი ხანი ექნება ეს მელანქლიური წუთები. ალბათ წუთები საათებათ იქცევა, საათები დღეებად , კვირაზე მეტს გასტანს ? იმედია არა...ნელა მიდის ქუჩაზე ისევ იხედება ფანჯრებში...წინ ვიღაც მოდის ველოდიპედით ანდრეას გავს...გავს კიარა ანდრეაა... კაწიამ არაფერი შეიმჩნია.. ნეტავ ეხლა რა მოხდება ? უნდა მივესალმო ? თუ არა ? ავუტეხო აქვე ყვირილი ? თუ უბრალოდ ვკითხო რახდება . ფიქრობს კაწია.
თუმცა მთელი კვირა აყალიბებდა თავის სათქმელს. ყველაფერი გადაავიწყდა... ანდრეამ ველოსიპედი გააჩერა კაწია გადაკოცნა
_როგორ ხარ ?
_კარგად შენ ?
_ვარ რა , რა მარტო დადიხარ?
_ხო რავიცი სამსახურში მივდივარ და ...
  ანდრეამ აღარ უპასუხა
_კარგი წავედი . თქვა კაწიამ
_კარგად...
   კაწია ჩქარა წამოვიდა...თითქოს მიწა გაუსკდაო. ნეტა სულ არ შეხვედროდა..აი აქ დამთავრდა კაწიასთვის ყველაფერი. უნდოდა შუა ქუჩაში ეყვირა ეხტუნავა ყველაფერი დაელეწა, ვინმე ეცემა
_გამარჯობა . მიესალმა მშვიდად მეზობელს
 სამსახურში მივიდა და 2 საათში გადაწყვეტილება მიიღო...
 აი უფროსის კაბინეტთან დგას და ელოდება დაუძახონ. მოაგდილე ეუბნევა რომ შევიდეს.კაწია კაბინეტში შედის და განცხადებას დებს მაგიდაზე..უფროსი ჯერ კაწიას ახედავს ,მერე ფურცელს იღებს ხელში და კითხვას იწყებს....
_ კატიუშა.. სხვაგან გადადიხარ ? თუ რახდება ?
_კი გადავდივარ
_ რომელ ჟურნალში ?
_ჯურნალში არა...საფრანგეთში...
_კარიერას რას უშვები ? გინდა რომ თავი გაანებო ?
_კი, საკმარისი ფული მოვაგროვე რომ ცოტახანი ფუფუნებაში ვიცხოვრო.
_იცი კატიუშა შეგიძლია იქიდან გვიგზავნო სტატიები
_დავფიქრდები.მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, ახლა კი ჩემი წასვლის დროა.
_წარმატებები
კაწიამ ხელი ჩამოართვა და ოთახიდან გავიდა....
 შემდეგ ბილეთი შეუკვეთა, სახლში მივიდა და ბარგი ჩაალაგა.
 ძილის წინ ფანჯრები დაკეტა, ერთი კვირაა სულ ღიაა ანდრეას მოლოდინში...თუმცა ახლა ყველაფერი მორჩა.. კაწია დაწვა , მაღვიზარა დააყენა და დაიძინა...არ გაუჭირდა აი ეხლა როცა გრძნობებისგან დაცლილია, როცა ყველაფერი განიცადა, ყველაფერზე იფიქრა, ახლა უკვე აღარაფერი დარჩა ძილის გარდა ...
                                         ***
შუაღამეა,კატიუშას ზარის ხმა აღვიძებს, ნახავრად მძინარე დგება საწოლიდან ,  კარებს აღებს.
_ანდრეა შენ აქ რა გინდა?
_მე პეპე ვარ
_აქ რაგინდა ?
_შენთან მოვედი
ანდრეა დაუპატიჟებელი სტუმარივით შევიდა და კარები მიხურა. მერე კაწიას ოთახში შევიდა, კაწია უკან მიყვებოდა გაკვირვებული..
_მიყვარხარ თოჯინა
ანდრეამ კაწიას აკოცა, თუმცა კაწიამ ვეღარაფერი იგრძნო, ხელი ჰკრა და ყვირილი დაიწო
_ ამდენი ხნის მერე ? ეხლა გიყვარვარ ? იცი რამდენი გელოდე? იცი რა ცუდათ ვიყავი ? და მოდიხარ კიდევ აქ და მიყვარხარო ამბობ ....გგონია მჯერა შენი სიტყვების ? გგონია მჯერა შენი ?
_თოჯინა .....
_ეხლა ვარ თოჯინა ? აქამდე ვინ ვიყავი ? ჩვეულებრივი ნაცნობი რომელიც ქუჩაში უნდა გადაკოცნო ? მარტო ღამე რო უნდა გახსოვდეს?
_კატიუშა აგიხსნი
_არაფრის ახსნა არ მინდა გაეთრიე
 ანდრეამ კაწია ხელებსჰი აიტაცა და კედელს მიახეთქა , კაქია წიხლებს იქნევდა, ხელებს ურტყავდა, ანდრეამ მაიკა გახადა და საწოლზე დააგდო, მერე ხელები დაუჭირა და გულზე აკოცა, კაწია ყვიროდა მაგრამ ამ დროს ანდრეამ მაგრად აკოცა, ზუსტად ისე როგორც მაშინ , ზუსტად ისე როგორც კაწიამ ასწავლა. კაწიამ შეწყვითა ხელების ქნევა , გაჩერდა...
_ჩემი თოჯინა ხარ.. უთხრა ანდრეამ
_ხედავ რა კარგად მასწავლე კოცნაა
კაწია ხმას არ იღებდა, და უცბათ სახეში გააწნა ანდრეას
_მეზიზღები
ანდრეამაც გააწნა, კაწია ვერ წამროიდგენდა თუ  ასე ძალით გაარტყავდა და თუ ასე გაიმეტებდა,
მერე ისევ კაწიამ გაარტყა, ისევ ანდრეამ , კაწიას ცრემლები წასკდა, ასეთი ძალით ბიჭებს არ ურტყავენ ....ანდრეამ ქამარი გამოიძრო შარვლიდან და ხელები დაუბა კაწიას.მერე სკამზე ჩამოჯდა, სიგარეტი აიღო და მოწევა დაიწყო
_ეგდე ეგრე ... უთხრა კაწიას
კაწიას ხმა არ ამოუღია უნდოდა ეთქვა მივდივარო, მაგრამ იცოდა ანდრეა არ გაუშვებდა..
ანდრეა სიგარეტს ეწეოდა და თან კაწიას უურებდა
იგორს გავდა , უყურებდა კაწია და მასში იგორს ხედავდა, მაშინ როცა ანდრეას უყურებდა ყოველთვის იგორი ეგონა, რას არ დათმობდა ახლა ანდერეა კი არა იგორი მჯდარიყო..
ანდრეა კაწიასტან მივიდა,ლოყაზე აკოცა, მერე ტუჩთან, მერე ყურის უკან
_გიყვარვარ თოჯინა ? გინდა გაკოცო? გინდა არა გაგხადო ყველაფერი ? არა კაწია არა...მიყვარხარ მაგრამ კიდე ბევრს გაწამებ და გაწვალებ...გინდოდა გამოგეყენებინე ?
_შენ რა იცი ?
_თავიდანვე მივხვდი, იგორის ყოფილს რა უნდოდა ჩემგან,მოხვედი და გამეცანი, მართლა რო მოგწონებოდი სხვანაირად გამეცნობოდი. ნამდვილი გოგოები ასე არ აკეთებენ, თუმცა შენ რა იცი არანორმალური ხარ, გაგიმართლა შენნაირი შეგხვდა,თავიდანვე მიგიხვდი და იმიტო გტანჯავდი.ვიცოდი თუ შეგიყვარდებოდი სამაგიეროს გადაგიხდიდი.
_გეშლება ვერანაირად ვერ დამტანჯე, პირიქით თავი შემაზიზღე
_გეზიზღები ?
_მეზიზღები კი...ვერ გიტან , გული მერევა შენზე. სამაგიეროს მაინც გადაგიხდი
_ოჰო, თოჯინა სამაგიეროს გადამიხდის, ნეტა როგორ ? წიხლს ჩამარტყავს?  თუ გეზიზღები წავალ და იცოდე აღარასოდეს მოვალ თოჯინა
_წადი
_წავიდე ?
_კი
_ძალიან გინდა ?
_მინდა კი კი...წადი
 ანდრეამ ლოყაზე აკოცა კაწიას და წავიდა, კაწიამ ბევრი იწვალა ხელების გახსნაზე ბოლოს და ბოლოს გაიხსნა , მერე ადგა საათს შეხედა. 2 საათი წინ იყო...ჩაიცვა, ჭამა, ყავა დალია, შემდეგ დიდი ხანი უაზროდ იარა სახლში , ბოლოს გამოვიდა კარები მოხურა, ისევ ჩაიარა სადარბაზო, უკვე ბოლოჯერ, კაწია დაბრუნებას აღარ აპირებდა
_ვინმემ გაანათეთ ეს სადარბაზო..იყვირა ხმამაღლა
მერე ტაქსში ჩაჯდა და აეროპორტისკენ წავიდა.
აი თვითმფრინავში ჩაჯდა.. ახალი ცხოვრება იწყება, თმაც ხო არ შევიჭრა ...
_უკაცრავად კარგად ხართ?  თავზე სწუარდესა წამოსდგომოდა
_კი რაზე მეკითხებით...
_თქვენი სახე....რამეს დაარტყით ?
_ააა..ეს უბრალოდ ძველი მეგობრისგან სახსოვრად...მალე გამივლის..

                                                          ***
თვითმფრინავი პარიზში დაეშვა.
კაწია აეროპორტიდან გამოვიდა
_პარიზი პარიზად დარჩება. მოესმა უკნიდან ხმა
ეს არც ანდრეას ხმა იყო არც იგორის, არც რალფის ‘’11 წუთიდან’’
კაწია მოტრიალდა.
_უკაცრავად
_აა ეს ფრაზა უბრალოდ 11 წუთიდანაა
_ვიცი, გიყვართ პაულო კოელიო?
_კი . როგორც ვხედავ თქვენც. მე ოტო მქვია
_მე კი კატიუშა
_ ‘’გამარჯვებული მარტოა’’ მაშინ მე იგორი ვყოფილვარ ?
_არა მე მართლა კატიუშა ვარ ..იგორი ვინღაა?
_წაიკითხეთ ეგ წიგნი და გაიგებთ .ნება მიბოძეთ  მე წაგიყვანოთ
კატიუშა მანქანაში ჩაჯდა.
_მაინც რაზეა ეს წიგნი
_ერთ კაცზე რომელსაც იგორი ჰქვია, მას ცოლი გაეყრება, ცოლს კატიუშას ეძახის, იგორი ადამიანებს კლავს და შემდეგ კატიუშას მესიჯს უგზავნის ‘’შენთვის სამყარო გავანადგურე კატიუშა’’
_აჰა, საინტერესო იქნება.
_ ძალიან
_თქვენ რას საქმიანობთ ოტო?
_მე ? მე ყველაფერს, თუმცა ამას მალე გაიგებთ  და იმედია ჩემი არ შეგეშინდებათ.
_იმედია.
_იცი კატიუშა, ასე სახე დალურჯებულიც ულამაზესი ხართ
_მადლობა ოტო, დიდი კომპლიმენტია
_რაარის თქვენი ოცნება ?
_იცით ძნელია ასე თქმა, რატომ გაინტერესებთ ?
_უნდა აგისრულოთ.
_ კარგი მაშინ არ დამცინოთ
_გისმენთ
_მინდა მყავდეს ბუ, ვიკატაო როლიკებით შეყვარებულთან ერთად, მქონდეს ბალერინას კაბა , ვიკატაო ველოსიპედით თან ვჭამდე ნაყინს და მეცვას ბათინკები, და დამიწეროს წერილი შეყვარებულმა
ოტოს სიცილი აუტყდა , იფიქრა რა უცნაურია ეს გოგოვოო
_ხო გითხარით არ დამცინოთ მეთქი. გაეღიმა კატიუშას
_მინდა გითხრა რამე უფრო სხვას ველოდი,მაგალითად დიდ სასახლეს ან მთვარეზე
ვახშმობას, უბრალო გოგო ხარ კატიუშა
_ხო უბრალო გოგო ვარ, ყველაზე უბრალო გოგო...

                                          ***
_კატიუშა მოგწონს ხედი ეიფელიდან ?
_იცი ოტო ყველაფერი მომწონს, შენთან ერთად ყველაფერი
ამ დროს 2 კაცი შემოვიდა გალიით სადაც ბუ იჯდა, ბუს ფეხზე ბეჭედი ჰქონდა გამობმული
_გამომყვები ცოლად კატიუშა ?
_ კიიი ოტო კი....
_მიყვარხარ კატიუშა
_მისმინე ოტო, ყველა სურვილი ამისრულე
_კიდე გინდა რამე კატიუშა ?
_ ოტო , შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია,ანუ შენ ხომ  შეგიძლია ადამიანიი
_მოვკლა ?
_...ხო მოკლა
_შემიძლია კატიუშა
_ოტო ჩემთვის სამყაროს გაანადგურებ ?
_სახელი მითხარი
_ანდრეა ...
                                      ***
 1 კვირა გავიდა, წვიმს ,წვიმს და რას იზავ, ლამაზად წვიმს, აი მან შემოუხვია, ეს კატიუშაა.

ტელეფონზე მესიჯი მიუვიდა, გახსნა და გაშეშდა
 ‘’შენთვის სამყარო გავანადგურე კატიუშა, ოტო’’
    და აი ამჯერად არ შეიკავა ცრემლი, მხოლოდ ერთი ცრემლი, მხოლოდ ერთი, ამის მეტს არც იმსახურებდა ანდრეა....

4 comments:

  1. ძალიან შთამბეჭდავი იყო. რაც მთავარია ავტორს კრეატიულობა და გემოვნებიანი ნაშრომის შექმნა შეუძლია, იყო პატარა უზუსტობები და შეცდომები მაგრამ საერთო ჯამში კარგია!

    ReplyDelete
  2. nu sichqarit iyo oto, madloba dadebiti komentaristvis : *

    ReplyDelete
  3. "კაწიას ეზიზღება ეს კმაყოფილი სახეები", ამიტომ არაფერს გეტვი:)სხვამ შეიძლება ვერა, მაგრამ მე ყველაფერი კარგად გავიგე:)

    ReplyDelete
  4. vitsi zuk shen rom gaigebdi ...kargad mitsnob da magitomats : *

    ReplyDelete

გმადლობთ კომენტარისთვის