Thursday, June 21, 2012

ილია ყარმაზანაშვილი


ილია  ყარმაზანაშვილი ახალგაზრდა თანამედროვე პოეტია. იგი ხშირად დებს თავის ლექსებს facebookზე და ხშირად იქცევს ჩემს ყურადღებას...მინდა ეს ადამიანი ჩემი ბლოგის სტუმრებსაც გავაცნო და იმედია ყველას ძალიან მოეწონება..ილიას კი წარმატება ვუსურვო

  



აპათია

ჩუმად ჩნდებიან შუბლზე შრეები
დრომ ერთი სევდაც არ მაპატია.
მიდიან გარბიან ჩემი დღეები
და მეპარება მე აპათია.

ჩემმა სიკვდილმა, შენ გადაგრია
მინდა ანთებდეს ლამპიონი.
ჩემმა წასვლამ რომ გადაგრია,
იქაც არ მიდიხარ, სადაც დავდიოდით.

ჩუმად ჩნდებიან საფლავზე ჩრდილები,
სიზმარში გდევენ ჩემი აჩრდილები.
გენატრები მე, თბილი დილებით
მზე იცინოდა იდიელებით.

და მხოლოდ გახსენდებოდა შენ, სიკვდილები.
მიდიან, გარბიან, დღეები სწრაფად,
მხატავ მინაზე უზიხარ რაფას.

ჩუმად ჩნდებიან შუბლზე შრეები,
ხმებიან, კვდებიან სიცოხლის ხეები.
სიკვდილმა სიცოცხლე მე არ მაპატია
და უფრსკნულამდე მაგრძნობინებს აპათიას.
მეჩხუბებიან, მლანძღავენ.

წაიკითხეს ერთი-ორი ჩემი ლექსი,
დაიუწენს მაგრამ ამბობენ კარგია.
იწუნებენ ბოლო სტროფებს ტექსტში,
ამბობენ ბოლოც ცუდია, მთლიანობაში ვარგია.

მკიცხავენ, ან მთლიანად მამაცირებენ
-რაღა დიადნს იწვევ შვილო, დუელში?
ჩემს ლექსებში ბოლო ტექსტებს ამცირებენ,
ანდაც წვავენ და მთლიანად ყრიან ღუმელში.

აბა ვინ გამოვიწვიო დუელში, თუ არა გალაკტიონი?
აბა ვინ ვნახო დიადნი, თუ არა ტერენტი?
თქვენ გგონიათ, ამათთან დუელი არის იოლი?
თქვენ გგონიათ, როცა ღამე დგება თერთმეტი
აქედან კვდება ერთერთი?

არა, სულ მე ვარ აქ დამარცხბული. მაგრამ,
მაგრამ მირჩევნია ამათთან დეულით მოვკვდე,
და არა ვინმე სხვამ მათქმევინოს: ცხოვრება, კარგად.
როცა ესენი მკლავენ, სიამოვნებით ვეგებები სიკვდილს,
და მინდა რომ ცხოვრებას მათი გასროლით მოვრჩე.

ყველას აგიჟებ

მინდა, მზე ჩავაქრო
მარტო ღამე დავტოვო.
მინდა, დღე წავშალო,
კამარა თოვლად დავთოვო.
მინდა, შენ ოდესმე მაქო
და ბედნიერი მნახო.
მე შენი სურათი ყოველთვის დამაქო,
შენმა ცქერამ იცი მერამდენედ დამათრო?
მინდა, ზამთარი გავყიდო
და გაზაფხულზე გუნდა გავყინო.
მინდა გაზაფხულზე წვიმა ავავსო
და ზაფხულში შენთვის აუზი გავავსო.
მინდა ზაფხულში სიცხე დავტოვო
და შემოდგომაზე სიცხეთ დავთოვო.
მინდა ზამთარში ოქროს ფოთლები
და შენთვის ნაყიდი ლალის თვლები.
მინდა შენს სადღგრძელოს ვსვამდე ბოთლებით.
მინდა მატარებელმა არ ამოუშვას ორთქლები.
იცი? შენი ცქერით ფხიზლდებიან ლოთები,
შენი დანახვისას შურით იპყორიბან ქალები
იცი? მარტო შენი დანახვივას არ სვამენ მთვრალები.
შენ ყველაფერი ხარ.
შენი ნახვისას ყველას გული უცემს გამალებით.

No comments:

Post a Comment

გმადლობთ კომენტარისთვის