Monday, June 18, 2012

ალენ დელონი და რომი შნაიდერი




გამოსთხოვარი  წერილი რომი შნაიდერს
ჟურნალი “Paris mateh “

1982წ.11 ივნისი
მშვიდობით,ჩემო თოჯინავ!!!
მე შენ მძინარეს გხედავ...მე შენთან ვარ...შენს სასიკვდილო სარეცელთან...შენ შავ-წითელი გრძელი ტუნიკა გაცვია ამოქარგული ზედა  ნაწილით.მგონი ყვავილებით ამოქალგული,მაგრამ მე მათ არ ვუყურებ…მე შენ გეუბნები adio ...მშვიდობით…ეს ყველაზე ხანგრძლივი გამოთხოვებაა ამ ქვეყნად,ჩემო თოჯინა.
ჩემო თოჯინა,მე ყოველთვის ასე გეძახდი...ყვავილებს კი არა,მხოლოდ შენს სახეს დავცქერი და ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზი ხარ…ალბათ არასდროს ყოფილხარ ისეთი ლამაზი,როგორიც ახლა...კიდევ იმაზე ვფიქრობ,რომ ცხოვრებაში პირველად გხედავ ასეთ მშვიდსა და მხიარულს.ასე მგონია,ვიღაცის ნაზმა ხელებმა ყოველგვარი მღელვარება და შიში წაშალა შენი სახიდან…მე შენ მძინარეს გხედავ...მეუბნებია რომ აღარა ხარ.იქნებ შენს სიკვდილში მე მიმიძღვის ბრალი?  ამ შეკითხვას მხოლოდ იმ არსების წინაშე უსვავენ საკუთარ თავს,ვინც უყვარდათ და ისევ უყვართ…თავდაპირველად ამ გრძნობის ტყვეობაში ექცევი,მერე ყველაფერი თავის ადგილზე დგება და აღიარებ,რომ ამ სიკვდილში დამნაშავე არა,მაგრამ პასუხისმგებელი კი ნამვილად ხარ...დიახ...პასუხს ვაგებ შენს სიკვდილზე.ჩემს გამო შეწყდა იმ ღამით შენი გულისცემა,ჩემს გამო,რადგან ამ 25 წლის წინათ იმიტომ მიპოვეს,რომ შენი პარტნიორი ვყოფილიყავი ''კრისტინაში“...შენ ვენიდან უნდა ჩამოსულიყავი,მე კი პარიზის აეროპორტში გელოდი ყვავილებით ხელში,რომლებიც არც კი ვიცოდი როგორ უნდა დამეჭირა.პროდიუსერებმა გამაფრთხილეს,როგორც კი ის თვითმფრინავის ტრაპზე დაეშვება მისკენ გაიქეცი  და ყვავილები მიართვიო და მეც გონებაჩლუნგივით ვიდექი ყვავილებით ხელში,ფოტორეპორტიორების ალყაში მოქცეული და შენ გელოდი…თვითმფრინავიდან გამოხვედი,მე შენსკენ გამოვემართე.შენ დედას კითხე:“ვინ არის ეს ყმაწვილი?“,მან გიპასუხა “ალენ დელონი უნდა იყოს,შენი პარტნიორი“.ამის მეტი არაფერი მომხდარა მაშინ,არც სიყვარულის ელდა დაგვცემია,არა…მერე ვენაში ჩამოვედი,სადაც ფილმის გადაღებას აპირებდნენ.ჩამოვედი და გაგიჟებით შემიყვარდი,შენც შეგიყვარდი…მერე ხშირად გვიკითხავს ერთმანეთისთვის,მე უფრო ადრე შემიყვარდი თუ შენ…ჩვენ დავითვლიდით ერთი ორი სამი  და ერთროულად ვპასუხობდით,არც მე და არც შენ...ორივეს!
ღმერთო ჩემო...როგორი ახალგაზრდები და ბედნიერები ვიყავით მაშინ…გადაღებები დამთავრდა.მე გითხარი,წამოდი ჩემთან ერთად საფრანგეთში და იქ ერთად ვიცხოვროთ.მაშინვე მიპასუხე“მე მინდა შენთან ერთად ცხოვრება საფრანგეთში“ გახსოვს?შენი ოჯახი,მშობლები აღშფოთდნენ.მთელი ავსტრია და გერმანია ბობოქრობდა.ისინი უზურპატორს,ბავშვების გამტაცებელს მიწოდებდნენ.მე ხომ მათ დედოფალი მოვტაცე…
ფრანგმა,ერთი სიტყვაც რომ არ ვიცოდი გერმანულად,მოგიტაცე შენ,თოჯინა,რომელმაც ასევე ერთი სიტყვაც არ იცოდი ფრანგულად.დასაწყისში უსიტყვოდ გვიყვარდა ერთმანეთი.შევყურებდით ერთმანეთს და ვიცინოდით.შენ  თოჯინა იყავი,მე კი პეპე მერქვა…რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ არაფერი გამეგებოდა გერმანულის,შენ კი ფრანგულს ისე დაეუფლე ,რომ ერთად ვითამაშეთ ლუკინო ვისკონტის სპექტაკლში საფრანგეთის თეატრის სცენაზე.ვისკონტი ამბობდა,რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავდით,რომ ორივეს ერთნაირი v გვქონდა წარბებს შორის,ამიტომაც შიშსა და გაბრაზებას ერთნაირად გამოვხატავდით…ვისკონტი ამას რემბრანტის v უწოდებდა,რადგან,როგორც იგი ამობდა ამგვარი v მხატვრის ავტოპორტრეტებზე აშკარად იყო გამოსახული….
მე შენ მძინარეს გხედავ.რემბრანტის v სრულიად წაშლილა.ახლა აღარავის გეშინია,აღარავის ელი დაძაბული მოლოდინით,აღარც ვინმე მოგდევს.ნადირობა დამთავრდა.ახლა შეგიძლია დაისვენო…
ისევ და ისევ გიყურებ,მე ხომ ზედმიწევნით კარგად გიცნობ.ვიცი ვინ ხარ,ვიცი რატომ მოკვდი,შენს ხასიათსაც კარგად ვიცნობ…იმათ,სხვებს კი ვპასუხობ რომ ის ხასიათი მხოლოდ მისი ხასიათი იყო,ეს არის და ეს,თავი დამანებეთ....….სულ ადვილი იყო შენთვის გულის ტკენა.შენ ხომ ბავშვი იყავი,ნამდვილი ბავშვი,რომელიც სწრაფად,ძალიან სწრაფად გახდა ვარსკვლავი.სწორედ ამით შეიძლებოდა ერთი მხრივ შენი კაპრიზების,წინასწარ გაუთვალისწინებელი ქცევების ყოველთვის სამართლიანი,საიმედო,მაგრამ მაინც ბავშვური ხასიათის,ხოლო მეორე მხრივ შენი პროფესიული ავტორიტეტის ახსნა.შენ ის ბავშვი იყავი,რომელმაც არ იცოდა ვის ეთამაშებოდა,რას ეთამაშებოდა და რატომ ეთამაშებოდა.ამ წინააღმდეგობებში შენი დაფარული შიში და უბედურებაც მჟღავნდებოდა.მით უფრო,რომ რომი შნაიდერი იყავი,გაფურჩქვნის ხანაში მყოფი მგრძნობიარე და ტემპერამენტიანი რომი შნაიდერი…
როგორ ავუხსნა მათ ვინ იყავი შენ და ვინ ვართ ჩვენ/მსახიობები…როგორ უნდა გააგებინო მათ,რომ ჩვენ ჩვენი თამაშით,ინტერპრეტაციებით,სხვად გარდასახვით ხშირად თვითონაც შეშლილებს ვემსგავსებით…როგორ ავუსხნა მათ, რა რიგ ძნელია სანახევროდ გავლილ გზაზე წონასწორობისა და ხასიათის სიმტკიცის შენარჩუნება.ო,ეს წონასწორობა...როგორ უნდა მივაღწიოთ მას ჩვენ ჟoნგლიორებმა,კლოუნებმა,ტრაპეციაზე მომუშავე ცირკის მსახიობებმა,რომელთა დიდება პროჟექტორების შუქით არის გაცისკროვნებული..
შენ ამბობდი:“არვიცი როგორ მოვიქცე ცხოვრებაში,ფილმში კი ყოვლისშემძლე ვარ!“…არა სხვები ნამდვილად ვერ გაიგებენ იმას,რომ რაც უფრო მოუმზადებელი ხარ ცხოვრებისთვის,მით უფრო დიდი მსახიობი შეიძლება იყო….გარბო მერლინი რიტა ჰეივორდი და შენ...
ახლა,როცა შენ ისვენებ,მე კი შენს შორიახლოს ვტირი,მინდა ხმამაღლა ვიყვირო: არა,არა,ეს საშინელი პროფესია ქალისთვის არ არის მოგონილი,მე ეს ვიცი,რადგან კაცი ვარ,რადგან  ის ვარ,ვინც შენ ყველაზე ახლოს გიცნობდა,შენი ყველაზე უკეთ ესმოდა,რადგან...მეც მსახიობი ვარ.ჩვენ ორივენი ერთ რასას ვეკუთვნოდით...ჩემო თოჯინა.ერთ ენაზე ვსაუბრობდით მაგრამ მე..მე მამაკაცი ვარ...იმათ,სხვებს,არ ძალუძთ ჩვენი გაგება...მსახიობების.,,დიახაცმაგრამ იმ სხვებს კიარა ამის ახსნა შეუძლებელია...,ისინივერასოდეს გაიგებენ,რომ შენნაირი ქალი ამის გამო შეიძლებოდა მომკვდარიყო….
ამბობენ,.რომ შენ მითი იყავი...დიახ,ეს ჭეშმარიტად ასეა,მაგრამ მითი ხომ მხოლოდ ფასადია,ანარეკლი,გარეგნული მხარე…მითი ხან მეფეა ხან პრინცი,ხან სისი ხან თოლია,საღამოობით ხომ მითიც შინ ბრუნდება.შინ ის კი მხოლოდ რომია.ქალი,ვისი ცხოვრებისაც არაფერი გაეგებათ,ვისაც ცუდად ექცევიან,ვისზეც გაზეთები ცუდად წერენ,ვისაც გამუდმებით დევნიან და მარტოობაში მითი თანდათან შიშად იქცევა.რაც უფრო ღრმად იჭრება ეს შეგნებაში,მით უფრო ცდილობენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში ეძიონ შვება.თანდათან ყველაფერი ეს ჩვეულებად იქცევა,მერე ცხოვრების წესად,ბოლოს კი გარდაუვალ აუცილებლობად ყალიბდება.შენ უკვე ვეღარ აღწევ თავს მის ტყვეობას და ერთ მშვენიერ დღეს განაწამები,გაცვეთილი გული ჩერდება,რადგან იგი ძალიან დაიღალა და მეტი აღარ შეუძლია მუშაობა…მას ასე უმოწყალოდ ექცეოდნენ,ის კი გული იყო,ერთი პატარა ქალის გული,ვინც ამ ავბედით საღამოს ჭიქას უჯდა….
ამბობენ,რომ შენ იმ სასოწარკვეთილებას ემსხვერპლე,რაც დევიდის სიკვდილმა მოგიტანა.არა,ადამიანები ცდებიან.შენ ამას არ მოუკლიხარ…დევიდის სიკვდილმა მხოლოდ ბოლო მოგიღო….ლორანისთვის,შენი ცხოვრების ბოლო და საოცარი თანამგზავრისთვის გითქვამს,ასე მგონია გვირაბი დამთავრდა და გასასვლელს მივაღწიეო.ეს მართალია…შენ ცხორება გინდოდა,სიცოცხლე გიყვარდა.ისიც მართალია,რომ შაბათს გარიჟრაჟზე,შენი გვირაბის დასასრულიც გამოჩნდა.შენ ხომ ერთადერთმა იცოდი,რომ ეს ნამდვილი გვირაბის დასასრული იყო….
რა აბდაუბდად გწერ,უწესრიგოდ…ჩემო თოჯინა,შენ ასე აგრესიულსა და ტკივილით სავსეს...შენ არ გესმოდა და არ ეთანხმებოდი თამაშის იმ წესს,რომ შენი ცხოვრებაც იმ საზოგადოების კუთვნილება იყო,ვინც სხვებში გამოგარჩია და კუმირად გაქცია.შენ უარყოფდი ამ თამაშს და საერთოდ ყოველგვარ თამაშს,რაც ჩვენს პროფესიას მუდამ თან ახლავს.თავს იწამებდი,პირადი ცხოვრება ძალმომრეობის მსხვერპლად მიგაჩნდა..მუდამ იმ ნადირივით იმ ფურირემივით  იყავი შემართული,რომელსაც მონადირეების მისდევენ…იცოდი,კარგად იცოდი,რომ რასაც ბედისწერა ერთი ხელით გაძლევდა,მეორე ხელით უკან გართმევდა…
5 წელზე მეტხანს ვიცხოვრეთ ერთად.შენ ჩემთან ერთად.მე შენთან ერთად .შემდეგ ცხოვრებამ,ჩვენმა ცხოვრებამ გაგვყარა,მაგრამ ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს.უფროსწორედ ერთმანეთს ვეხმიანებოდით...ბოლოს 1968 წელს იყო ფილმი „აუზი“.კვლავ მოვძებნეთ ერთმანეთი,რომ ერთად გვემუშავა.გერმანიაში ჩამოგაკითხე გადაღებებზე წამოსაყვანად.იქ შენი ვაჟი,დევიდი გავიცანი….იმ ფილმის შემდეგ შენ და იყავი ჩემი მე შენი ძმა...ჩვენს შორის ყველაფერი სუფთა და ნათელი იყო,ვნება აღარ იყო.მასზე უფრო უკეთესმა გრძნობამ,მეგობრობამ დაისადგურა ჩვენს შორის.მერე შენს ცხოვრებაში მხოლოდ შიში და უბედურება იყო,...
სხვები იტყვიან,რა დიდებული მსახიობია,რა ტრაგიკოსი.მათ არ იციან,რომ თითონ შენ ხარ ტრაგიკული ქალი,ვისაც ეს ცხოვრება ძალიან ძვირად უღირს…არ ესმით,რომ შენს ეკრანულ როლებში,შენი პირადი დრამებია ასახული…არ ესმით რომ იმიტომ ხარ საუკეთესო და გენიალური რომ ტრაგედია მუდამ შენს გვერდით ცხოვრობს.რომ ყველა შენი როლი მხოლოდ შენი პირადი დრამების ანარეკლია და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ,რომ თითონ იწვი…
ჩემო თოჯინა! ეს მარადიული და ტკივილით აღსავსე შო..შენთან ერთად ვცხოვრობდი თუ შენს გვერდით...დევიდის სიკვდილამდე არსებობდა პროფესია,რომელიც გაიძულებდა თავი მუდამ წყლის ზემოთთ გჭეროდა.შემდეგ დევიდი წავიდა და  პროფესიაც ვეღარ გშველოდა.მე არც შენი წასვლა გამკვირვებია ამ ქვეყნიდან.იცი,რამ გამაოცა ყველაზე მეტად?იმან,რომ თავი არ მოგიკლავს,რომ გული გაგისკდა…მე ვთქვი,რომ სწორედ ესაა გვირაბის დასარული…
მე შენ მძინარეს გხედავ.შენი ძმა ვოლფი და ლორანი ოთახში შემოდიან, ვოლფს ვესაუბრები..ვიგონებთ ჩემს სახლს სოფელში,დობერმანებს რომლებმაც ასე შეგაშინეს.ვიგონებთ სხვა ამბებსაც,ოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, ვოლფი მაშინ 14 წლის იყო მე 23 შენ კი 20. ბევრი ვიცინეთ როცა საფრანგეთში რომი შნაიდერის თაყვანისმცემელთა კლუბის პრეზიდენტის მობრძანება გვაუწყეს და ახალგაზრდა სათვალიანი და ძალიან  მორცხვი გოგონა გამოგვეცხადა, მას ბერნადეტა ერქვა.პარიზში დაბრუნებისთანავე დავურეკეთ ,იგი ჩვენი პირადი მდივანი იყო 6 წლის მანძილზე ,ის ახლაც ჩემი მდივარნია..
მე შენ მძინარეს გხედავ,ჯერ კიდევ გუშინ ცოცხალი იყავი…შინ დაბრუნებისას ლორანისთვის გითქვამს : დაიძინე მეც მოგვიანებით მოვალ,ცოტახანს დევიდთან დავრჩები და მუსიკას მოვუსმენო, ყოველ ღამე ამბობდი ამას რადგან ძილის წინ მარტოს გინდოდა მკვდარ შვილზე მოგონებებთან დარჩენა...შენ დაჯექი...ქაღალდი და ფანქარი აიღე და სარასთვის ხატვა დაიწყე..ხატავდი შენი პატარა გოგონასთვის სანამ გულმა არ გიმტყუნა,ასე ლამაზი,მდიდარი,სახელგანთქმული, რა გინდოდა მეტი... სიმშვიდე და ცოტაოდენი ბედნიერება...მე შენ მძინარეს გხედავ...მე ისევ მარტო ვარ...საკუთარ თავთან..მე    შენ    მიყვარდი.შენ   მე   გიყვარდი.მე გაქციე შენ ფრანგ ქალად,ფრანგ კინოვარსკვლავად.დიახ,ეს ჩემი დამსახურებაა…და ეს ქვეყანაც,საფრანგეთი,რომელიც შენ ჩემს გამო შეიყვარე შენი სამშობლო გახდა…ვოლფმა გადაწყვიტა,მას ლორანმაც უთხრა რომ ეს შენი სურვილიც იყო,რომ აქ დარჩები და სამუდამო სასუფეველს საფრანგეთის მიწაში ჰპოვებ.ორიოდ დღეში შენი შვილი დევიდიც აქ იქნება,იმ პატარა სოფელში,სადაც სახლი შეიძინე.აქ აპირებდი ცხოვრებას ლორანთან და პატარა სარასთან ერთად.აქ დაიძინებ სამუდამოდ,საფრანგეთში…ჩვენთან ახლოს,ჩემთან ახლოს..
მე ვიზრუნებ შენს ბოლო მოგზაურობაზე ბუასიმდე რათა შენი ოჯახი და ლორანი ამ  საზრუნავისგან გავათავისუფლო..მაგრამ მე არც ეკლესიაში მოვალ და არც დაკრძალვაზე.ვოლფსა და ლორანს ესმით ჩემი, შენ კი შენ..გთხოვ მაპატიო. შენ გამიგებ რომ რომამჯერად ვერ დაგიფარავ ბრბოსგან,ვერც იმ სპექტაკლისგან რომლისაც მუდამ გეშინოდა,მაპატიე მაპატიე მე მოგვიანებით მოვალ შენთან და ჩვენ მარტონი დავრჩებით ...
ჩემო თოჯინა,ისევ და ისევ გიყურებ…მინდა ჩემმა მზერამ გშთანთქოს…ისევ მინდა გაგიმეორო, არასოდეს ყოფილხარ ასეთი ლამაზი და მშვიდი.მე შენთან ვარ…შენგან ცოტაოდენი გერმანულიც ვისწავლე,ახლა გეუბნები ich liebe dich . JE T’aime მიყვარხარ , მიყვარხარ ჩემო თოჯინა ...


                                                        




პეპე და თოჯინა )
             













                                        
                                        


     

No comments:

Post a Comment

გმადლობთ კომენტარისთვის