Sunday, June 17, 2012

ვიცინოთ პოტერმანებო : )



როცა სნეიპმა გარისკა და თავი დაიბანა, აღმოჩნდა რომ ის ქერა ყოფილა


- “მომაშორე ძაღლი! უკვე ტილები ამაცოცდნენ!” – ყვირის სნეიპი
- “სირიუს, გამოეცალე სნეიპს, მას ტილები ჰყავს” – წყნარად ამბობს ჰარი

ტომ რიდლი სლანგჰორნს:
- “პროფესორო მომიყევით რამე ჰორკრუქსებზე” -
- “ტომ, ტომ, ტომ და ჯადოსნური სიტყვა?” -
- “AVADA KEDAVRA!” -

ლუციუს მალფოი მიდის სახლში და ხედავს ცოლსა და მაკნერს საკუთარ საწოლში…
- “ნარცისა შეიძლება ორი სიტყვა გითხრა?”
- “კი, რასაკვირველია”
- “AVADA KEDAVRA”

ლუციუსი ეკითხება ვოლდემორტს:
- ბატონო ჩემო, დღეს საღამოს რა გეგმები გვაქვს?
- როგორ თუ რა გეგმები გვაქვს ბრიყვო!! როგორც ყოველთვის, დღესაც ვეცდებით მსოფლიო დავიპყროთ!!!! – დიადი პათოსით და აღტკინებით პასუხობს ლორდი.
- ააა, მაშინ ხოო…

ზის სნეიპი კაბინეტში. ისმის კაკუნი და შემოდის მალფოი, უკან კი პოტერი მოჰყვება, ორივეს ყავის ფინჯნები უჭირავს… სნეიპი, დაღლილი ხმით: – დრაკო, რამდენჯერ გითხარი, სასიყვარულო ელექსირზე იმუნიტეტი მაქვს! პოტერ, შხამებზეც!!!

ჰარი დილით იღვიძებს საშინელი თავის ტკივილით.
- რა ხდება? ნუთუ ვოლდემორტი დაბრუნდა?
ისმის ჯინის გაბრაზებული ხმა:
- ვოლდემორტი კი არა წუხელ რონის წვეულებაზე ვიყავით და გაილეშე უგონოდ..

საშობაო წვეულებაზე ერთ-ერთი სლიზერინელი ეკითხება ჰერმიონას:
- ცეკვავ?
- დიახ, რამე მოხდა?
- მადლობა მერლინს, მე მეგონა დენმა დაგარტყა!


ჰარი მოკალათდა ჰოგვარტს-ექპრესში. შუა გზაზე ხედავს, მატარებელი გადავიდა რელსებიდან, მივიდა ტყის პირამდე, და მობრუნდა ისევ რელსებზე.. გაოგნებული შედის მემანქანესთან:
- დედა რა იყო ეს ა?
- კაცი იდგა რელსებზე და..
- მერე უნდა მიგეჭლიტა იქვე!!
- ჰოდა ტყესთან ძლივს დავეწიე..

გადაძახილი ჰოგვარტსის ბიჭების “ტვალეტში” “კაბინკებს” შორის:
- ეი , უიზლი, რა ქენი ჩააბარე ბ.უ.ა.?
მარჯვენა “კაბინკა”:
- არა რა ჩავაბარე! ის ვირიშვილი სნეიპი არ მიწერს ჩათვლას.
მარცხენა “კაბინკა”:
- ჰოდა არც დაგიწერ!!!

არტურ უიზლი შევარდა ფაჯის კაბინეტში გინების მთელი კორიანტელით, გადააღვარა თავზე მინისტრს მთელი ბალონი შეუშრობელი მელანი, აიღო ფაჯის თვითმწერი ბატის ფრთა და გააკვეხა იქვე მანტიკორას ფიტულს ერთ ადგილზე, ააყირავა მინისტრის საწერი მაგიდა და ბოლოს შეუდგა დოკუმენტების განადგურება-გათელვა.. რა თქმა უნდა ამას ყველაფერს მინისტრისადმი მიმართული უშვერი სიტყვების აკომპანიმენტის ქვეშ აკეთეებდა.. ფაჯი კიდე ისე შეშინდა რომ გაყუსული განაგრძობდა თავის სავარძელში ‘არსებობას’ და უბრალოდ თვალს ადევნებდა გაგიჟებულ არტურს. ამ დროს გაიღო კარი, შემოვიდა კინგსლი და გაოგნებულმა ხმამაღლა ჩაიჩურჩულა:
- არტურ!! რას აკეთებ?! შეწყვიტე ახლავე.. არაფერი მილიონი გალეონი არ მიგიღია მემკვიდრეობით – ეს ჩვენ გაგეხუმრეთ!

წმ. მუნგოს საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგონიზით მოათავსეს რონი და დრაკო. ორივე ცოცხიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა.
- როგორ მოხვდით აქ?
რონი:
- მამაჩემა ჩემს “კომეტა”-ს მოდიფიცრების მთელი კურსი ჩაუტარა. ჰოდა მე ფრენისას ვეღარ მოვზომე სიჩქარე და ქვიდიჩის ერთ-ერთ კარს შევეჯახე..
მალფოი:
- მე ჩემთვის დავფირნავდი ჩემი ‘ნიმბუს 2001′-ით.. უცებ ვხედავ უიზლიმ ჩამიქროლა რაღაც ძველიძველი მახინდრით!! ჰოდა მეც ვიფიქრე რომ ჯერ არ ავფრენილვართქო და ცოცხიდან ჩამოსვლა გადავწყიტე..

გახარებული ეივერი ვოლდემორთან შერბის
-ლორდ, დამბლდორი მოკვდა!!
ვოლდემორი დაეჭვებით:
-ნეტავ ეს რაღაში დასჭირდა?

სნეიპი პირველად ხვდება პოტერს, მანამ სანამ ის ჰოგვორტსში მოვიდოდა
-პოტერ რამდენი წლის ხარ ახლა?
-მალე თერთმეტის გავხდები
-უთეგენათალე რააა ოპტიმისტი ყოფილხარ

მოდის მაკგონაგელი და ხედავს გრიფინდორელები მხიარულობენ პოტერი კი ცალკე ზის და ტირის.
-რა გჭირს ჰარი?
ის სლუკუნით პასუხობს:
-პროფესორი სნეიპი კოშკიდან გადმოვარდაააა..
-კი მაგრამ რა გატირებს?
-მე ვერ დავინახეეეეეეე

ფენრირის და ლუპინის საუბრიდან. ლუპინი:
-არა რა რაღაც ეს პოტერი არ მომწონს.
-არ მოგწონს და ნუ ჭამ ვინ გაძალებს.
 
:D:D:D:D:D:D მე ყველაზე ძაან მაგრად ვიცინე :D

2 comments:

გმადლობთ კომენტარისთვის