Saturday, June 9, 2012

ჩემს მეგობრებს მოეხსენებათ როგორ მიყვარს კითხვა...(ბევრისგან განსხვავებით) ამ პოსტში მინდა ერთ–ერთი ჩემი საყვარელი მწერლის პაულო კოელიოს შესახებ          ვისაუბრო და გაგაცნოთ მისი წიგნები...მაშ ასე...






 
''ალქიმიკოსი'' ... ჩემი რჩევა იქნება პირველად ეს წიგნი წაიკითხოთ. თუ მოგეწონებათ მაშინ შემდეგი წიგნები უფრო და უფრო ჩაგითრევთ.. : )

''ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა'' ძალიან კარგი წასაკითხია...ამ წიგნს შინაარს ყველა მკითხველი ადვილად გაიგებს..ნამდვილ აზრს ცოტა თუ ჩასწვდება..წიგნი თითქოს ბანალური და ასევე იმედის მომცემია..პირადად მე ძალიან ვისიამოვნე ამ წიგნის წაკითხვით და ბევრიც ვისწავლე
 


''პორტობელოელი ჯადოქარი''  საკმაოდ კარგი წასაკითხია..რელიგიაზე დაწერილი მომენტებიცაა  რომელსაც მე პირადად არ ვეთანხმები.



''11 წუთი'' აი წიგნი რომელის დახასიათებაში ხშირად მესმის სიტყვა "უზრდელური". მაგრამ რამდენიმე ეპიზოდი სექსზე სულაც არ ხდის ამ წიგნს უზრდელურს ) )

  


და აიი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი  და საყვარელი წიგნი ''გამარჯვებული მარტოა''. უამრავი ბრძნული გამონათქვამი.ეს წიგნი გასწავლის როგორ უნდა იცხოვრო და გაუძლო ყველა წინააღდეგობას. ჩემი საყვარელი ფრაზა ამ წიგნიდან : ''კატიუშა შენს გამო სამყარო გავანადგურე;;
   

''რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი'' აი ერთერთი ჩემი საყვარელი წიგნი...ბევრს არაფერს ვიტყვი უბრალოდ ამ წიგნზე ბევრი ვიტირე..სხვათაშორის სიხარულისგან ))) საყვარელი ფრაზა : ''ბარგი წამოიღე ,ოცნებები თავისით არ სრულდება''

 



      ''ეშმაკი და სენიორიტა პრიმი"  ეს წიგნიც ძალიან კარგია. ბევრი ვიტირე რათქმაუნდა ..არ ინანებთ ... ცოტა გაბრაზდებით კიდევაც ))
                                      
  
                                  



ეს კი ბოლოსთვის მოვიტოვე ... ''ზაჰირი''  მე არ მომეწონა..შეიძლება ვერ ჩავწვდი კარგად მაგრამ რავიცი ) არ მომეწონა და რას იზავ : ) 



   
                                             
 მოკლედ წარმატებები ყველას ჩემგან ...მე კი ვიტყვი :  ''მადლობა პაულო ,,შენ მე ცხოვრება ,მასწავლე...შენ მასწავლე როგორ უნდა მეოცნება.. "
                                                    

5 comments:

გმადლობთ კომენტარისთვის